გიორგი გახარია გაერო-ს რეზოლუციაზე – კენჭისყრის ასეთი შედეგით დასტურდება ქართული დიპლომატიის წარმატება

Read Time:33 Second

კენჭისყრის ასეთი შედეგით დასტურდება ქართული დიპლომატიის წარმატება, – ასე ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გაერო-ს მიერ მიღებულ რეზოლუციას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

მთავრობის მეთაური პარტნიორებს გამოხატული მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

„დღეს გაერთიანებული ერების გენერალური ასამბლეის სხდომაზე უპრეცედენტო მხარდაჭერით იქნა  მიღებული  რეზოლუცია იძულებით ადგილნაცვალი პირების შესახებ, რითაც მათი და დევნილების სახლში დაბრუნების უფლება იქნა განმტკიცებული. გაეროს რეზოლუციას 84 მხარდამჭერი ქვეყანა და 54 თანაინიციატორი ჰყავს. კენჭისყრის ასეთი შედეგით დასტურდება ქართული დიპლომატიის წარმატება! მადლობას ვუხდი პარტნიორებს მხარდაჭერისთვის“, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

ნიუ იორკში, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ, 74-ე სესიის ფარგლებში, მიიღო საქართველოსა და 54 ქვეყნის მიერ ინიცირებული რეზოლუცია „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მარინა ეზუგბაია – ამ ეტაპზე კოვიდცენტრებში 275 ინფიცირებული მკურნალობს, მათ შორის სამი კრიტიკული პაციენტია, ხოლო 16-ის მდგომარეობა მძიმეა
Next post დავით ზალკალიანი: ეს არ გახლავთ ჩვეულებრივი რეზოლუცია, ეს არის ჩვენი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება