დავით ზალკალიანი: ეს არ გახლავთ ჩვეულებრივი რეზოლუცია, ეს არის ჩვენი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება

Read Time:51 Second

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო უმნიშვნელოვანესი რეზოლუცია „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“. ეს არ გახლავთ ჩვეულებრივი რეზოლუცია, ეს არის ჩვენი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ბრიფინგზე განაცხადა.

დავით ზალკალიანი თქმით, ამ რეზოლუციის გატანა გაეროს გენერალური ასამბლეის ფორმატში ყოველწლიურად ხდება.

„წლევანდელი წელი იყო განსაკუთრებული, გამომდინარე იქიდან, რომ პანდემიის ფონზე, ბოლო 6 თვის განმავლობაში გაერო ფაქტობრივად დახურული იყო და არ ხდებოდა არანაირი ფიზიკური შეხვედრები და მათ შორის, არც გენერალური ასამბლეის ფორმატში გამარულა რაიმე ფორმით. გენერალური ასამბლეა გაიხსნა მხოლოდ 2 დღით და უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გამოვიყენეთ შესაძლებლობა იმისთვის, რომ წელსაც მოგვეპოვებინა ძალიან მნიშვნელოვანი კონსოლიდაცია და მხარდაჭერა საქართველოსთვის ამ უაღრესად მნიშნელოვანი რეზოლუციისთვის და უნდა ითქვას, რომ უპრეცენდენტო მხარადჭერა დაიმსახურა ამ რეზოლუციამ. 84-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი ამ რეზოლუციას და არც ერთხელ მთელი ამ ისტორიის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც საქართველომ დაიწყო გენერალური ასამბლეის ფორმატში ამ რეზოლუციის გატანა, მსგავსი სახის მხარდაჭერა არ ჰქონია. მნიშვნელოვნად შემცირდა ასევე მოწინააღმდეგეთა რაოდენობა. თუკი შარშან 15 ქვეყანა იყო მოწინაღმდეგე, წელს მათი რიცხვი ორით შემცირდა“,- განაცხადა დავით ზალკალიანმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი გახარია გაერო-ს რეზოლუციაზე – კენჭისყრის ასეთი შედეგით დასტურდება ქართული დიპლომატიის წარმატება
Next post კოვიდინფიცირების 28 ახალი შემთხვევიდან 3 რუსთავის „ავერსის კლინიკის“ თანამშრომელია, 4-ის წყარო კი უცნობია