მარინა ეზუგბაია – ამ ეტაპზე კოვიდცენტრებში 275 ინფიცირებული მკურნალობს, მათ შორის სამი კრიტიკული პაციენტია, ხოლო 16-ის მდგომარეობა მძიმეა

Read Time:26 Second

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ამ ეტაპზე კოვიდცენტრებში 275 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათ შორის სამი კრიტიკული პაციენტია, ხოლო 16-ის მდგომარეობა მძიმეა.

„კოვიდცენტრებში ამ ეტაპზე 275 დადასტურებული პაციენტი მკურნალობს. მათგან რეანიმაციისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში კვლავ რჩება სამი კრიტიკულად მძიმე და 16 მძიმე პაციენტი.

რაც შეეხება ჩვენს სტაციონარს, ჩვენთან გუშინ 14 დადასტურებული შემთხვევა იყო, ორი გამოჯანმრთელდა, დაგვემატა ორი და კვლავ 14 პაციენტი გვყავს. ამ შემთხვევებიდან კვლავ ერთი კრიტიკულად მძიმე პაციენტი გვყავს, ასევე ერთის მდგომარეობა არის მძიმე, ხოლო დანარჩენები საშუალო სიმძიმის პაციენტები არიან“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ჩიქოვანი: გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ 84 ქვეყნის უპრეცედენტო მხარდაჭერით მიიღო მხარდამჭერი რეზოლუცია
Next post გიორგი გახარია გაერო-ს რეზოლუციაზე – კენჭისყრის ასეთი შედეგით დასტურდება ქართული დიპლომატიის წარმატება