გიორგი ანწუხელიძის სახელობის ტურნირი კალათბურთში ბათუმში გრძელდება

Read Time:35 Second

საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის სახელობის ტურნირის ფინალური ეტაპი „3X3“ კალათბურთში ბათუმში გრძელდება.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ტურნირი კალათბურთში საქართველოს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების გუნდებს შორის ტარდება.

„ტურნირის მეორე ეტაპის გახსნით თამაშებს თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე და თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი კობა გრიგოლია დაესწრნენ. მათ სამხედროებს ასპარეზობისთვის მადლობა გადაუხადეს და წარმატებები უსურვეს. წელს მასში პირველად მონაწილეობენ ეროვნული გვარდიის რეზერვისტებიც.

გამარჯვებული გუნდი გიორგი ანწუხელიძის სახელობის გარდამავალ თასს მიიღებს, ხოლო საპრიზო ადგილების მფლობელები შესაბამისი მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდებიან.

ჩემპიონატი 2020 წელს ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაარსდა და ეროვნული გმირის დაბადების დღის თარიღთან დაკავშირებით, მას სიმბოლურად გიორგი ანწუხელიძის სახელი ეწოდება. „3X3“ კალათბურთში ჩემპიონატი საქართველოს თავდაცვის ძალების ორგანიზებითა და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერით ყოველი წლის აგვისტოს თვეში ტარდება“, – აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სერგეი შოიგუ – რუსეთის იზოლაციის მცდელობა ფაქტობრივად შეუძლებელია
Next post მიხაილო პოდოლიაკი: უკრაინას დუგინის ქალიშვილის მკვლელობასთან კავშირი არა აქვს