სერგეი შოიგუ – რუსეთის იზოლაციის მცდელობა ფაქტობრივად შეუძლებელია

Read Time:29 Second

რუსეთის იზოლაციის მცდელობა ფაქტობრივად შეუძლებელია, – ეს რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს განცხადებაა, რომელსაც რუსეთის სახელისუფლებო მედია ავრცელებს.

„რუსეთის იზოლაციის შესახებ მუდმივი ხმამაღალი განცხადებები იმას მოწმობს, რომ ეს სიმართლისგან ძალიან შორსაა. ამის მიღწევა ზოგადად რთულია, მაგრამ ჩვენი ქვეყნის შემთხვევაში ფაქტობრივად შეუძლებელი, რადგან მსხვილი ბირთვული სახელმწიფოა თავისი ფართობითა და ტერიტორიით. ეს არის ქვეყანა მოწინავე მეცნიერებით, კარგად განვითარებული მრეწველობით, თავდაცვითი კომპლექსებით“, – ამბობს შოიგუ.

რუსეთის თავდაცვის მინისტრის თქმით, „ბევრს იმედი ჰქონდა, რომ ე.წ. სპეციალური ოპერაცია რაიმე სახით იმოქმედებს საწარმოების რაოდენობაზე, კომპანიებზე, რომლებიც მონაწილეობენ ფორუმში „არმია 2022“.

„გეტყვით, რომ მეგობრები დარჩნენ მეგობრებად. მათზე ყველა მხრიდან განხორციელებულმა უძლიერესმა ზეწოლამ ვერ იმოქმედა“, – განაცხადა შოიგუმ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post უორენ ბაფეტის Berkshire Hathaway კომპანია Occidental Petroleum-ის 50%-იანი წილის ყიდვას გეგმავს
Next post გიორგი ანწუხელიძის სახელობის ტურნირი კალათბურთში ბათუმში გრძელდება