უორენ ბაფეტის Berkshire Hathaway კომპანია Occidental Petroleum-ის 50%-იანი წილის ყიდვას გეგმავს

Read Time:58 Second

ლეგენდარული ამერიკელი ინვესტორის, უორენ ბაფეტის საფინანსო ჰოლდინგმა აშშ-ის ენერგეტიკული ბაზრის მარეგულირებელი კომისიისგან სპეციალური ნებართვა მიიღო – Berkshire Hathaway-ს მიეცა უფლება, რომ ენერგოკომპანია Occidental Petroleum-ის 50%-იანი წილი შეიძინოს და მისი სამმართველო პაკეტი მიიღოს.

აღსანიშნავია, რომ Occidental-ი უორენ ბაფეტის ერთ-ერთი რჩეული კომპანიაა, მხოლოდ მიმდინარე წელს Berkshire-მა Occidental-ში ინვესტიცია 11 მილიარდ დოლარამდე გაზარდა ამჟამად კი საინვესტიციო ჰოლდინგი ენერგოკომპანიის თითქმის 20%-იან წილს ფლობს.

ექსპერტთა ნაწილის ვარაუდით, 50%-იანი წილის შეძენის შემდეგ, Berkshire-ი Occidental-ს სრულად გამოისყიდის და მის მრავალფეროვან საინვესტიციო პორტფელს კიდევ ერთი წარმატებული კომპანიით გაამდიდრებს.

საგულისხმოა, რომ ლეგენდარული ამერიკელი ინვესტორის წინამძღოლობით Berkshire Hathaway მსოფლიოს ყველაზე წარმატებულ საინვესტიციო ჰოლდინგად იქცა – ის ამჟამად მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიების რეიტინგში, $655-მილიარდიანი კაპიტალიზაციით, მეშვიდე ადგილს იკავებს.

“ომაჰელი ორაკული“ ექსპერტთა დიდი ნაწილის შეფასებით, ყველა დროის ყველაზე წარმატებული და გონიერი ინვესტორია. Forbes-ის მიერ ბაფეტის ქონება $118 მილიარდადაა შეფასებული. მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგში ის მეხუთე ადგილს იკავებს.

რაც შეეხება Occidental Petroleum-ს, საერთაშორისო ბირჟაზე ენერგორესურსების გაძვირების ფონზე, მისი საბაზრო კაპიტალიზაცია მიმდინარე წელს თითქმის გაორმაგებულია და ამჟამად 66 მილიარდ დოლარს აღწევს.

ბუნებრივია, ზემოხსენებული სიახლე ინვესტორებმა და ტრეიდერებმა უაღრესად პოზიტიურად მიიღეს, ამბის გავრცელებიდან რამდენიმე საათში Occidental-ის აქციების ღირებულება თითქმის 10%-ით გაიზარდა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი ცუცქირიძე: 2022 წლის მეორე კვარტალში უმუშევრობის დონე მნიშვნელოვნად შემცირდა და დასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდა, რაც მიუთითებს, რომ ეკონომიკური ზრდა მეორე კვარტალშიც მაღალი იქნება
Next post სერგეი შოიგუ – რუსეთის იზოლაციის მცდელობა ფაქტობრივად შეუძლებელია