გიგა ბოკერია – ოდირი-ს რეკომენდაციები ჩვენთვის არის საკვანძო და მდგომარეობის განმუხტვას სჭირდება
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია აცხადებს, რომ ხელისუფლებისთვის შთავაზებული საარჩევნო მოდელის შესახებ ოდირ-ის დასკვნას ელოდევბიან.
მისი თმით, ოპოზიციას შეთავაზებული აქვს სრულფასოვანი მოდელი, რომელიც მოიცავს მრავალმანდატიან ოლქებს და კომპონენტს, რომლითაც ხდება საბოლოო ჯამში რიცხვების კორექტირება.
„მოდელი გაგზავნილი გვაქვს ოდირ-ში, ველოდებით ოდირ-ის რეკომენდაციებს, ეს არის პროექტი, რაც ჩვენი აზრით, განმუხტავს ვითარებას და გადადგამს ნაბიჯს განმუხტვისკენ. ჯერ ველოდებით და გავიგეთ სრულიად აბსურდული არგუმენტები, რომელსაც არგუმენტებიც არ ჰქვია, გერმანულ კომპონენტზე. ახლა მეორე კომპონენტზე ველოდებით, რა არის ივანიშვილის გუნდის პოზიცია. ასევე, ველოდებით და ყველა მოითხოვს, ჩვენი წინადადება ხომ დავდეთ, ახლა მათ დადონ თავისი წინადადებაო. ამის შემდეგ, ჩვენ ოპოზიციურ სპექტრს, სამოქალაქო საზოგადოებას გვექნება კონსულტაციები, თუმცა ოდირი-ს რეკომენდაციები ჩვენთვის არის საკვანძო და მდგომარეობის განმუხტვას სჭირდება, არა მარტო ამ შეურაცხყოფის – პროპორციულის უკან წაღება, არამედ სულ მცირე, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება. ბევრი სხვა საკითხია, რომელზეც უნდა ვისაუბროთ მერე ივანიშვილის კლოუნებთან, სანამ ხელისუფლებაში არიან, რათა შედარებით ნორმალურ ვითარებაში ჩატარდეს არჩევნები, პროპორციული არჩევნები და ეს ხალხი მშვიდობიანად ჩამოვაშოროთ ხელისუფლებას“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
მამუკა მდინარაძე: ყალბია მტკიცება, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების შემოსავლები ისედაც გამჭვირვალეა, თანაც ვსაუბრობთ ხალხის წინაშე გამჭვირვალობაზე
ყალბია მტკიცება, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების შემოსავლები ისედაც გამჭვირვალეა, შემოსავლების სამსახურში წარდგენილი დეკლარაციები საგადასახადო, კომერციულ საიდუმლოებას წარმოადგენს. სახელმწიფო ორგანო ვერ იქნება...
ზურაბ ქადაგიძე: 29 აპრილი ჩაიწერება ისტორიაში, როგორც საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმი! – ვირჩევთ ილია ჭავჭავაძის გზას
"დღე, როდესაც ქართული საზოგადოების აბსოლუტურმა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ჭეშმარიტ სუვერენიტეტს, მშვიდობასა და ძლიერ საქართველოს! - ჩვენ დღეს ვირჩევთ სუვერენულ, ჭეშმარიტად...
“თქვენი მიზანია პროვოკაცია” – ხმაური პარლამენტში
ხმაურით დაიწყო პარლამენტის იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის სხდომა, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილება. კამათი ოპოზიციონერი...
თამარ ჩიბურდანიძე: პროვოკაციების მაძიებლებს გუშინაც კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ, ქართულმა პოლიციამ აჩვენა, რომ ევროპულ სტანდარტებზეც კი მაღლა დგას
საქართველოს ყველა ნორმალურად მოაზროვნეს ამ დღეების პროცესების ყურებისას, ნამდვილად გაუჩნდებოდა იმის განცდა, რომ ცხოვრობს უსაფრთხო ქვეყანაში, - ამის შესახებ „ხალხის...
დიმიტრი ხუნდაძე: საქართველოში ღირსება არცერთი ფორმით არ იყიდება და თუ გლობალურ ომის პარტიაში ჩვენი არ ესმით, დღეს ამას თავად ქვეყნის მოქალაქეთა უმრავლესობა გააგონებს რუსთაველის გამზირიდან
ეს იქნება ერის ხმა, რომელიც წინააღმდეგია საკუთარი სარწმუნოების გაუფასურების, სუვერენიტეტის დათმობის, ლგბტ პროპაგანდის დაშვების და ზოგადად, საქართველოს მოქალაქეების ბიომასად ქცევის,...
რატომ გამოიყენა მერიამ ტერმინი “არასანქცირებული” ოპოზიციის აქციასთან მიმართებით – მამუკა მდინარაძის განმარტება
რაც არ უნდა იკადრონ, მთავარია, რომ არ არსებობს იმაზე წინ არაფერი, ვიდრე საკუთარი სამშობლო, მამული, ენა სარწმუნოება, - ამის შესახებ...