გია ვოლსკი – როდესაც ვამბობთ, რომ გამოძიება უნდა ჩატარდეს, ეს ნიშნავს, საფუძველი შეიქმნას დასკვნისთვის, როგორი არჩევნები ჩატარდა, იყო თუ არა გადაცდომა
როდესაც ვამბობთ, რომ გამოძიება უნდა ჩატარდეს, ეს ნიშნავს, საფუძველი შეიქმნას დასკვნისთვის, როგორი არჩევნები ჩატარდა, იყო თუ არა გადაცდომა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, თუ გადაცდომა ერთ პროცენტს მაინც შეადგენს „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ, შემდეგ იმსჯელებენ, უნდა იყოს რიგგარეშე, თუ განმეორებითი არჩევნები.
„როდესაც ვამბობთ, რომ გამოძიება უნდა ჩატარდეს, ეს ნიშნავს, რომ საფუძველი შეიქმნას დასკვნისთვის, როგორი არჩევნები ჩატარდა, იყო თუ არა გადაცდომა. როგორც ირაკლი კობახიძემ თქვა, თუკი გადაცდომა ერთ პროცენტს მაინც შეადგენს „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ, შემდეგ ვიმსჯელებთ რეალურად, უნდა იყოს რიგგარეშე არჩევნები, თუ განმეორებითი არჩევნები. ეს არის კრიტერიუმი და კრიტერიუმი არ შეიძლება, იყოს ის, რომ შალვა ნათელაშვილის ეზოში შეკრებილი ზოგიერთი სუბიექტის განცხადება ავიღოთ იმის საფუძვლად, რომ საქართველოში მოხდეს რაიმე მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესის განვითარება. ეს არის ელემენტარული, ეს ყველას ესმის და მგონი, ვისაც არ ესმის ან არ უნდა, გაიგოს, სწორედაც ემსახურება ძალიან ცუდ მიზანს. ეს არის დესტაბილიზაცია ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
კითხვაზე, რომ ოპოზიციის შიგნით კონსულტაციები მიმდინარეობს და რას ფიქრობს, რამდენად შენარჩუნდება მათი ერთობა მეხუთე რაუნდისთვის, ხომ არ შეიცვლიან პოზიციას პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით, გია ვოლსკიმ განაცხადა:
„იმდენად არგუმენტირებულია, არა მარტო ჩვენი პოზიცია, რომელიც არაერთგზის გავახმოვანეთ, არამედ საერთაშორისო დამოკიდებულება, რომელიც გამოხატა აშშ-მა, ევროკავშირმა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამაც. ვფიქრობ, პასუხისმგებლობა ქვეყნის, ხალხისა და არა მარტო ჩვენი ისტორიის, არამედ პარტნიორი ქვეყნების ინტერესების მიმართ იქნება განმსაზღვრელი ფაქტორი, რომ გამოჩნდებიან სუბიექტები, იქნებიან სუბიექტები, რომლებიც გადაწყვეტენ, რომ გადადგან კონსტრუქციული ნაბიჯი“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
„ბიძინა, გამოიხედე!..“ – რა ფოტოს აქვეყნებს ვახო სანაია?
"ბიძინა, გამოიხედე - დრონის კადრი!
გოგა ხაინდრავა: დღეს არის სამშობლოს დაცვის დრო – მისი თავისუფლების, დემოკრატიის, ღირებულებების, სუვერენიტეტის
დღეს არ არის დრო სახლში ყოფნის და ტელევიზორში იმის ყურების, თუ რა ხდება. დღეს არის სამშობლოს დაცვის დრო - მისი...
ირაკლი ბათიაშვილი: ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი მამული და ჩვენი სარწმუნოება თანამედროვე ბოლშევიკების შემოტევისგან
ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი მამული და ჩვენი სარწმუნოება თანამედროვე ბოლშევიკების შემოტევისგან, ურწმუნო და უსამშობლო ადამიანების ურდოების შემოსევისგან. სწორედ ამიტომ უნდა...
თამარ ჩიბურდანიძე: ოპოზიციის ლიდერებმა დაინახეს, რომ უცხოური ფულით დაფინანსებულ მათ „ენჯეოებს“ ავტორიტეტი არა აქვთ და კულისებიდან გამოვიდნენ, თუმცა – უშედეგოდ. ისინი ხვალინდელი მარცხისთვის ემზადებიან
„უცხოეთის ხმამაღალი განცხადებებით გადიდგულებულმა რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა ამ დღეებში საბედისწერო შეცდომა დაუშვეს - საკუთარი თავი ბოლომდე გააშიშვლეს და ქართველ ხალხს...
გიორგი ვაშაძე: ყველა პროვოკაციაზე პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ყველა პროვოკაციაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მათ. იმიტომ, რომ არ შეიძლება ძალით მოგყავდეს ხალხი და პარალელურად კომიტეტს მართავდე, რომელიც ბუნებრივ პროტესტს იწვევს...
დავით კაჭარავა: მნიშვნელოვანია, 29 აპრილის აქციაზე ყველამ დაინახოს, როგორი მხარდაჭერა აქვს ჩვენს გუნდს – ეს იქნება გზავნილი მსოფლიოსთვის, რომ საქართველოს საზოგადოებას სურს, თავად მიიღოს გადაწყვეტილებები
„ეს მკაფიო მესიჯი იქნება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ - ხალხი სწორედ იმის გარშემო უნდა გადაერთდეს, რამაც დღევანდელ დღემდე...