შალვა პაპუაშვილი: ჩვენი მთავარი სიმდიდრეა, რომ პარტიაში რამდენიმე ლიდერია

Read Time:35 Second

„წინასაარჩევნო პროგრამაში მთავარ მიზნად გამოვაცხადეთ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის გაკეთება, რომელიც თავად არის საზომი, რომ ჩვენი არსით ვუახლოვდებით ევროპას“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს ახალმა წევრმა, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „ქრონიკა“ განაცხადა.

მისი თქმით, ეს იქნება იმ გადაწყვეტილებების ღერძი, რომლის ირგვლივაც პარტია მონოლითურობას შეინარჩუნებს, მეორე – ეს არის ჯანსაღი გარემო და გუნდი, რომელიც მოწადინებულია, რომ ერთიანობით მიაღწიოს შედეგებს.

„მესამე ღერძი – ლიდერები, რომლებიც პოლიტსაბჭოში არიან წარმოდგენილები – ეს არის ჩვენი პარტიის მთავარი სიმდიდრე – არის რამდენიმე ლიდერი, გიორგი გახარია, ირაკლი ღარიბაშვილი, კახა კალაძე, არჩილ თალაკვაძე, თეა წულუკიანი, მამუკა მდინარაძე და რა თქმა უნდა ირაკლი კობახიძე, რომელიც თავმჯდომარეა.

„ჩვენი კრიტიკოსები და ოპპონენტები კი ცდილობენ წარმოაჩინონ, რომ თითქოს ლიდერის გარეშე დარჩა პარტია, თუმცა თუ პოლიტიკაში არსებობენ ნამდვილი ლიდერები, ისინი „ქართულ ოცნებაში“ არიან“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ლევან ბეჟაშვილი – ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, ვინ არის დღეს ხელისუფლების ღირსი და ძალა, რომელიც ქვეყანას ეკონომიკურ-სოციალური კრიზისიდან გამოიყვანს
Next post გია ვოლსკი – როდესაც ვამბობთ, რომ გამოძიება უნდა ჩატარდეს, ეს ნიშნავს, საფუძველი შეიქმნას დასკვნისთვის, როგორი არჩევნები ჩატარდა, იყო თუ არა გადაცდომა