ბრაზილიამ სამხრეთ კორეას 4:1 მოუგო და მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში ხორვატიას შეხვდება

Read Time:34 Second

ბრაზილიისა და სამხრეთ კორეის გუნდების შეხვედრაში მსოფლიო ჩემპიონატის მეექვსე მეოთხედფინალისტის ვინაობა გაირკვა

ბრაზილიელმა ფეხბურთელებმა შეხვედრის პირველივე წუთებზე გადაუწურეს სამხრეთ კორეელელებს მეოთხედფინალში თამაშის იმედები. ისინი მე-13 წუთისთვის ორი გოლით დაწინაურდნენ, 36-ე წუთზე კი ანგარიში უკვე 4:0 იყო.

ამის შემდეგ ბრაზილიელებს დიდად აღარ შეუწუხებიათ თავი, სამხრეთ კორეელებმა კი მხოლოდ პრესტიჟის გოლის გატანა შეძლეს

ბრაზილია –  სამხრეთ კორეა 4:1(4:0)
გოლები: 7′ ვინისიუს ჟუნიორი 1:0, 13′ ნეიმარი, თერთმეტმეტრიანიდან 2:0, 29′  რიშარლისონი 3:0, 36′ ლუკას პაკეტა 4:0, 76′ სინ-ჰო პაიკი 4:1

ამრიგად, მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში გავიდნენ და ერთმანეთს შეხვდებიან ნიდერლანდები – არგენტინა, ინგლისი – საფრანგეთი და ხორვატია – ბრაზილია. მეოთხე მეოთხედფინალისტთა წყვილი მაროკო – ესპანეთის და პორტუგალია – შვეიცარიის გუნდების შეხვედრაში გაირკვევა

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ზელენსკი: ტერორისტულ სახელმწიფოსთან რაიმე შეთანხმება შეუძლებელია
Next post საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა” განცხადებას ავრცელებს