ზელენსკი: ტერორისტულ სახელმწიფოსთან რაიმე შეთანხმება შეუძლებელია

Read Time:34 Second

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ბუდაპეშტის მემორანდუმის ხელმოწერის წლისთავზე რუსეთის კიდევ ერთი მასიური სარაკეტო თავდასხმა უკრაინაზე ცხადყოფს, რომ ტერორისტულ სახელმწიფოსთან რაიმე შეთანხმება შეუძლებელია.

უკრაინის სახელმწიფოს მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ როდესაც ერთი ტერორისტი ხალხის ცხოვრების დესტაბილიზაციას ახდენს, ტერორის შეჩერება საერთო ამოცანაა.

ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ დღევანდელი სარაკეტო შეტევით რუსეთმა ბუდაპეშტის მემორანდუმის ხელმოწერის კიდევ ერთი წლისთავი „აღნიშნა“ – დოკუმენტი, რომლის ბედი იძლევა პასუხს რუსეთის შესახებ დღევანდელ ბევრ კითხვაზე.

„უბრალოდ ხელი მოაწერო რამეს ამ ტერორისტებთან – არ იქნება მშვიდობა. უბრალოდ, რაღაცაზე შეთანხმდე მათთან – ისინი ამას აუცილებლად დაარღვევენ. რუსეთს სხვების უსაფრთხოების ელემენტები მისცე ნიშნავს ახალ ომს.

მხოლოდ რუსეთის ტერორისტული შესაძლებლობების დემონტაჟი, მხოლოდ მთელი ჩვენი ტერიტორიის გათავისუფლება და მხოლოდ მკვლელების პასუხისგებაში მიცემა შეძლებს მშვიდობის მოტანას. მჯერა, რომ ჩვენ ამას მივაღწევთ“, – აღნიშნა ზელენსკიმ

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post რატი გაჩეჩილაძის და კარინა ლისენკოს სიყვარულის ამბავი
Next post ბრაზილიამ სამხრეთ კორეას 4:1 მოუგო და მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში ხორვატიას შეხვდება