აშშ-ის ჯანდაცვის მდივანი – ახალი კორონავირუსის ვაქცინა სავარაუდოდ ერთ წელიწადში მზად იქნება

Read Time:38 Second

აშშ-ის ჯანდაცვის მდივან ალექს აზარის თქმით, ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა სავარაუდოდ ერთ წელიწადში იქნება მზად. მისივე თქმით, აშშ-ის ხელისუფლება ვაქცინის შესაქმნელად დამატებით ერთ მილიარდ დოლარს გამოყოფს. ეს განცხადება აზარმა აშშ-ის სენატში მოსმენის დროს გააკეთა.

აზარის განცხადებით, სულ კორონავირუსთან საბრძოლველად აშშ-ის ბიუჯეტიდან 2,5 მილიარდი დოლარი გამოიყოფა. ამ თანხის ნაწილი დაიხარჯება ასევე სკრინინგის აპარატურის განახლებასა და ადგილობრივი მთავრობების მხარდაჭერაზე. აზარის თქმით, აშშ-ს ასევე სჭირდება ვირუსისგან დამცავი აღჭურვილობა, მათ შორის პირბადეები და სადეზინფექციო საშუალებები.

სენატორების კითხვებს ასევე უპასუხა აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელმა, რომელმაც აშშ-ის მოქალაქეები გააფრთხილა, რომ კორონავირუსის გავრცელება აშშ-ის ტერიტორიაზე მხოლოდ დროის საკითხია.

„კითხვა მდგომარეობს არა იმაში, გავრცელდება თუ არა კორონავირუსი აშშ-ში, არამედ როდის მოხდება ეს“, – განაცხადა აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელმა.

 

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მე ტატუნაშვილის ქვეყნიდან ვარ, ოდესმე ყველას მოგიწევთ პასუხის გაცემა — ქარდავას პასუხი ლავროვსა და ზახაროვას
Next post გიორგი გახარია – გვსურს, საქართველო გახდეს ჰაბი დიდ ეკონომიკებს შორის ვაჭრობის, ბიზნეს აქტივობისა და ინვესტიციების მომსახურების თვალსაზრისით