ანჯელინა ჯოლიმ გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობა დატოვა

Read Time:21 Second

ამერიკელმა მსახიობმა ანჯელინა ჯოლიმ ლტოლვილების საკითხში გაეროს უმაღლესი კომისრის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ჯოლის ორგანიზაციასთან 2001 წლიდან თანამშრომლობდა. მსახიობმა 60-ზე მეტ მისიაში მიიღო მონაწილეობა, მათ შორის იემენსა და ბურკინა-ფასოში. ჯოლის განცხადებით, ის ჰუმანიტარულ საქმიანობას გააგრძელებს, თუმცა პირდაპირ ითანამშრომლებს ლტოლვილებთან და ადგილობრივ ორგანიზაციებთან, რომლებიც მათ ეხმარებიან.

ჯოლი ლტოლვილების პრობლემებით ლარა კროფტის შესახებ პირველი ფილმის გადაღებების დროს დაინტერესდა, რომლებიც 2000 წელს კამბოჯაში მიმდინარეობდა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კახა კალაძე: საქართველოს აქვს ძალიან დიდი რესურსები სუფთა ენერგიის სახით და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ და გავაკეთებთ, იმისთვის რომ ეს რესურსები რაციონალურად იყოს გამოყენებული
Next post ენმ-ს წევრმა, აბდულა ისმაილოვმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შიმშილობა შეწყვიტა