ენმ-ს წევრმა, აბდულა ისმაილოვმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შიმშილობა შეწყვიტა

Read Time:53 Second

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გიორგი ბოტკოველის განცხადებით, დეპუტატმა აბდულა ისმაილოვმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, შიმშილობა შეწყვიტა.

„ჩვენს ერთ თანამებრძოლს, აბდულა ისმაილოვს მოუწია შიმშილობის შეწყვეტა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ტემპერატურა ჰქონდა მაღალი და ექიმების, ჩვენი რჩევა იყო, მას შეეწყვიტა შიმშილობა. რაც შეეხება ჩვენს დანარჩენ მებრძოლებს, ანიც, თემურიც და დათოც თავს გრძნობენ ჯანმრთელად, შემართებით არიან იმ მიზნისთვის საბრძოლველად, რასაც ემსახურება მათი ეს პოლიტიკური აქტი. პროტესტის ყველა ფორმას გამოვიყენებთ, იქნება ეს ჩვენი მეგობრების შიმშილობა, თუ აქციები“, – აღნიშნა გიორგი ბოტკოველმა.

ამასთან, გიორგი ბოტკოველის განმარტებით, კიდევ რამდენიმე თანაგუნდელი განიხილავს, მოშიმშილეებს შეუერთდეს.

ცოტა ხნის წინ, მოშიმშილე დეპუტატები პარლამენტში ექიმებმა მოინახულეს.

„მოგეხსენებათ, რომ არის შიმშილობის მეოთხე დღე. ამ ეტაპზე მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, შედარებით მეტად სისუსტე გამოხატულია ქალბატონ ანისთან, სხვა შემთხვევაში, პარამეტრები ნორმის ფარგლებშია. ამ ეტაპზე არანაირი მედიკამენტოზური დახმარება არ არის საჭირო, ქრონიკული მედიკამენტი შეიძლება, მიიღოს პაციენტმა. შიმშილობის დროს, მდგომარეობის გართულება ნებისმიერ მომენტში შესაძლებელია. შევუმოწმეთ პულსი, წნევა, სატურაცია, გლუკოზის მაჩვენებელი, ამ ეტაპზე ყველა მაჩვენებელი ნორმაშია“, – განაცხადა ექიმმა ნანა ცაავამ.

„ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე დეპუტატმა 15 დეკემბერს გამოაცხადა შიმშილობა. როგორც მათ აღნიშნეს, „შიმშილობას აცხადებენ მიხეილ სააკაშვილის იმ ქვეყანაში გადაყვანამდე, სადაც მისი ჯანმრთელობა იქნება უზრუნველყოფილი“.

წყარო: საქართველოს პირველი არხი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ანჯელინა ჯოლიმ გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობა დატოვა
Next post რატი ბრეგაძე: ,,მადლობა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომელთა გამართული მუშაობის შედეგად სახელმწიფომ მოსახლეობას აარიდა ძალიან მძიმე განსაცდელი“