ანრი ოხანაშვილი – ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებაში ყოფნის დროს მოქალაქეებს ფიზკურად ატერორებდა, აშანტაჟებდა, მათ შორის ფარული ჩანაწერებით, ხელისუფლებაში არ არიან და პოლიტიკურად ცდილობენ შანტაჟს

Read Time:41 Second

„ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩვენს მოქალაქეებს ფიზკურად ატერორებდა, აშანტაჟებდა, მათ შორის ფარული ჩანაწერებით , მას შემდეგ რაც ისინი ხელისუფლებაში არ არიან და ქართველმა ხალხმა გამოუტანა სამუდამო განაჩენი, რომ ვერასდროს მობრუნდებიან, უკვე პოლიტიკურად ცდილობენ შანტაჟს და აქვთ ტერორის მცდელობა“ – განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა. მისი თქმით, ამ ყველაფერს ყოველთვის ექნება შესაბამისი რეაგირება. „ჩვენ „ნაციონალური მოძრაობის“ დესტრუქციას არ დავუშვებთ. რაც შეეხება კონკრეტულ შეფასებას, ეს არის საგამოძიებო უწყების შეფასება და რა საფუძველი გვაქვს, რომ არ ვენდოთ. შეფასება არის ცალსახა პროკურატურის მხრიდან, რომ ეს არის ფალსიფიცირებული, გაყალბებული, დამონტაჟებული. ამიტომ, თუ ვინმეს რაიმე კითხვის ნიშანი უჩნდება და განსაკუთრებით თქვენს ტელევიზიას, მიაწოდეთ ან გაასაჯაროეთ ის ინფორმაცია, რომელიც თქვენს ხელთ არის, თუკი მიგაჩნიათ რომ თქვენ უფრო სანდო ხართ, ვიდრე პროკურატურა. მე არ მაქვს საფუძველი არ ვენდო პროკურატურის მიერ წარმოებულ გამოძიებას და იმ საკითხებს, რაზეც მათ ისაუბრეს“ – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი ვაშაძე: კარგია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შევიდა და რომ ისინი შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს მოაწერენ
Next post მამუკა მდინარაძე – ვენეციის კომისიის დასკვნა არის პოზიტიური, თუმცა, არის გარკვეული რეკომენდაციები