გიორგი ვაშაძე: კარგია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შევიდა და რომ ისინი შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს მოაწერენ

Read Time:34 Second

„შარლ მიშელის დოკუმენტი არის ერთადერთი ნათელი სხივი საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის და ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის“, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მიესალმება „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დოკუმენტის ხელმოწერის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას.

„კარგია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შევიდა და რომ ისინი შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს მოაწერენ. ეს დოკუმენტი არის ერთადერთი ნათელი სხივი საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის და ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის. ჩემთვის წარმოუდგენელია, ასეთი მასშტაბისა და მნიშვნელობის დოკუმენტს როგორ შეიძლება, რომ რომელიმე პოლიტიკურმა ძალამ ხელი არ მოაწეროს. ამიტომ, კარგია, რომ, როგორც ჩანს, იღებენ გადაწყვეტილებას, შეუერთდნენ დოკუმენტს“, – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება“ მიიღებს „ამნისტიის შესახებ“ კანონს, „ნაციონალური მოძრაობა“ შეძლებს, შეუერთდეს შარლ მიშელის შეთანხმების სულისკვეთებას.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მცირეწლოვანი ბავშვის წამების საქმეზე დაკავებულ დედას და მამინაცვალს ბრალი წარუდგინეს
Next post ანრი ოხანაშვილი – ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებაში ყოფნის დროს მოქალაქეებს ფიზკურად ატერორებდა, აშანტაჟებდა, მათ შორის ფარული ჩანაწერებით, ხელისუფლებაში არ არიან და პოლიტიკურად ცდილობენ შანტაჟს