ანრი ოხანაშვილი – ვმსჯელობთ საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე – წყალი, გზა, ინფრასტრუქტურა, სერვისები და სხვა, რომლებიც დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის გრძელვადიან განვითარებასთან

Read Time:42 Second

“ჩვენ ვმსჯელობთ საზოგადოებისათვის აქტუალურ და მნიშვნელოვან საკითხებზე რომლებიც დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის გრძელვადიან განვითარებასთან. ეს არის, წყალი, გზა, ინფრასტრუქტურა, სერვისები და სხვა“ – განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა. მისი თქმით, ეს არის მნიშვნელოვანი, ვინაიდან სწორედ ამ საკითხებზე გადის ჩვენი ქვეყნის შემდგომი გრძელვადიანი განვითარება. “ქართული ოცნების” სახელისუფლებო გუნდი შეკრებილი ვართ იმისათვის, რომ ვიმსჯელოთ საზოგადოებისათვის პრიორიტეტულ მიმართულებებზე – ეს არის, წყალი, გზა, ინფრასტრუქტურა, სერვისები და ა.შ. ეს არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, ვინაიდან სწორედ ამ საკითხებზე გადის ჩვენი ქვეყნის შემდგომი გრძელვადიანი განვითარება. უკვე მოვისმინეთ ძალიან მნიშვნელოვანი და შთამბეჭდავი გეგმები და კონკრეტული ნაბიჯები, რომელიც დაწყებულიც არის, იგეგმება სოფლის მეურნეობის, ინფრასტრუქტურის მიმართულებით, გზებთან, წყალთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენს საზოგადოებას ჯერ კიდევ აწუხებს. იუსტიციის მინისტრის მხრიდან მოვისმინეთ კონკრეტული პრეზენტაცია სერვისებთან დაკავშირებით, ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო ხედვები აქვს, ამიტომ ეს კონკრეტული გეგმები ძალიან მალე, შესაბამის ვადებში და შემდგომში გრძელვადიანად რეალიზდება ჩვენი საზოგადოების ინტერესებთან შესაბამისად“ – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მამუკა მდინარაძე – 2012 წლამდე ერთი და იგივე პირთა წრე ჩანაწერებს ფიზიკური პირების დაშანტაჟებისთვის იყენებდა, დღეს ცდილობენ გამოიყენონ პოლიტიკური სუბიექტების, ამ შემთხვევაში „ქართული ოცნების“ დაშანტაჟებისთვის
Next post მცირეწლოვანი ბავშვის წამების საქმეზე დაკავებულ დედას და მამინაცვალს ბრალი წარუდგინეს