ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი: სინოდმა აღიარა და დაადგინა, რომ საზღვრის ხაზი 1937-38 წლებში აზომილი რუკის მიხედვით უნდა გაევლოს

Read Time:46 Second

ალავერდელი მიტროპოლიტი დავითის თქმით, სინოდმა დავით გარეჯის საკითხზე იმსჯელა და დაადგინა, რომ დავით გარეჯის საზღვრის ხაზი უნდა გაევლოს 1937-38 წლებში აზომილი და შემუშავებული 200-ათასიანი რუკების მიხედვით. ამის შესახებ მან სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„დაახლოებით ყველა ის საკითხი განვიხილეთ, რომელიც დღეს საზოგადოებასა და ეკლესიის მრევლს აღელვებთ. პირველ საკითხად გამოტანილი იყო დავით გარეჯის საკითხი, რომლის თაობაზეც ჩვენ მოხსენება გვქონდა.

მგონია, რომ არ არიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც ეჭვი ეპარებათ, რომ დავით გარეჯი საქართველოა. თვითონ ქართულ, თიბაიდის უდაბნოდ სახელდებული ეკლესია-მონასტრებისა და საქართველოს ქრისტიანული ქართული წარმომავლობის შესახებ, სინოდმა ამის თაობაზე იმსჯელა და აღიარა და დაადგინა, რომ ეს არის ქართული ძეგლები და საზღვრის ხაზი უნდა გაევლოს 1937-38 წლებში აზომილი და შემუშავებული გეგმების საფუძველზე დაბეჭდილი 200-ათასიანი რუკების მიხედვით, რომლის გამოყენების აუცილებლობაზე 1996 წელს ორმა ქვეყანამ შეთანხმებას ხელი მოაწერა.

ასევე ითქვა, რომ რადგან თემა ყველას აინტერესებს, სინოდმა მიიღო გადაწყევტილება, რომ საპატრიარქოს ტელევიზიამ მოამზადოს გადაცემათა ციკლი დავით გარეჯის პრობლემატიკასა და ისტორიის უფრო დაწვრილებით ახსნისთვის“, – განაცხადა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მამუკა მდინარაძე: ნიკა მელია დაემორჩილება ან კანონს, ან მიხეილ სააკაშვილს, მესამე ვარიანტი არაა
Next post მამუკა მდინარაძე: საერთო ოპოზიციური ფორმატი უკვე ჩამოშლილია