მამუკა მდინარაძე: საერთო ოპოზიციური ფორმატი უკვე ჩამოშლილია

Read Time:46 Second

საერთო ოპოზიციურ ფორმატს ხელი შეშლილი აქვს და ჩამოშლილიც არის უკვე, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„დღე არ გავა, ეს ჩამოშლა რომ არ გაგრძელდეს. ლიდერები ტოვებენ პარტიებს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ადამიანებმა, რომლებიც მიხვდნენ, რომ ის რადიკალიზმი, რომელსაც საფუძველია არ გააჩნია, არაა მისაღები და შედეგიანი და ამიტომ ხდება ოპოზიციის ჩამოშლა. რადიკალური ოპოზიცია ჩამოშლის პირასაა და პრაქტიკულად ჩამოიშალა, ამ ოპოზიციის წარმომადგენლები და მათი მედიასაშუალებები საუბრობენ „ქართულ ოცნებაში“ დაპირისპირებაზე, რომელიც ბუნებაში არ არსებობს. მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, ყველა სიტყვა ტყუილია. დაპირისპირების მაგვარიც კი არაა. ერთადერთი, რაც მმართველ გუნდში ხდება ისაა, რომ დისკუსია მიდის რეალურ თემებსა და საქმეებზე“, – აღნიშნა მდინარაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ოპოზიციის ჩამოშლა ყველაზე მეტად „ევროპულ საქართველოს“ ეხება.

„სამ პროცენტიანებს რომ ვეძახდით, სწყინდათ და ბოლოს სამი პროცენტი მიიღეს. მათ რაც საკუთარ თავს დამართეს და რაც ბოკერიამ საკუთარ პარტიას დამართა, ის ვერავინ ვერ დამართა ვერც ერთ პარტიას. საკუთარი გაუთვლელი, არასწორი ნაბიჯებით, ჩამოაქციეს საკუთარი პარტია და ბუნებრივია შიდა პრობლემებიც ექნებათ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი: სინოდმა აღიარა და დაადგინა, რომ საზღვრის ხაზი 1937-38 წლებში აზომილი რუკის მიხედვით უნდა გაევლოს
Next post მეუფე ანტონი: ვაქცინაცია არ განიხილება როგორც ჩიპიზაცია