მეუფე ანტონი: ვაქცინაცია არ განიხილება როგორც ჩიპიზაცია

Read Time:52 Second

განვიხილეთ ვაქცინაციის საკითხი და გვინდა, ადამიანებს მოვუხსნათ შეხედულება, რომ ვაქცინაცია არ განიხილება როგორც ჩიპიზაცია, – ამის შესახებ ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა მეუფე ანტონმა სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ბოლო დროს ძალიან მომძლავრდა ეკლესიისადმი მტრულად განწყობილი ძალების გააქტიურება.

„ჩვენ ვისაუბრეთ დავით გარეჯის საკითხზე. არგუმენტებით გაჯერებული მოხსენება წაიკითხა მეუფე დავით ალავერდელმა. ცალსახაა, ვიღაცას უნდა დაგვაჯეროს, რომ ეს ასე არაა, მაგრამ ყველა მცდელობა დასრულდება მარცხით, რადგან იმ არგუმენტებს ვერავინ წაუვა, რაც არსებობს. ეს დაწერილია და განმტკიცებულია დროში,

განვიხილეთ ვაქცინაციის საკითხი და ჩვენ გვინდა ადამიანებს მოვუხსნათ ის შეხედულება, რომ ვაქცინაცია არ განიხილება როგორც ჩიპიზაცია, ეს ბიოლოგიური და მედიცინის საკითხია. ჩვენი მხრიდან არანაირი განსხვავება არ იქნება მათი ვინც აცრას გაიკეთებს და არ გაიკეთებს.

ბოლო დროს ძალიან მომძლავრდა ეკლესიისადმი მტრულად განწყობილი ძალების გააქტიურება, არ ვიცი ამათ სამშობლო, ქვეყანა უყვართ თუ არა, რისი თქმა სურთ, ვითომ მამხილებელი არიან, მაგრამ გველმა ბულბული რომ დაირქვას ამით ზნეს არ იცვლის, გინდა თეოლოგი დაირქვი, გინდა ასოციაცია, ასეთი ადამიანები უფრო მეტს აკეთებენ იმისთვის, რომ ეკლესიაში არ მოვიდეს ახალგაზრდობა. ზოგადად თეოლოგის დანიშნულებაა ადამიანებს ღმერთი შეაყვაროს და ესენი პირიქით, ღმერთთან მისასვლელ ყველა გზას უკეტავენ“, – განაცხადა მეუფე ანტონმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მამუკა მდინარაძე: საერთო ოპოზიციური ფორმატი უკვე ჩამოშლილია
Next post გიორგი ხელაშვილი: „საქართველოს მხარდაჭერის აქტს“ ყურადღებით მოსკოვში წაიკითხავენ