მამუკა მდინარაძე: ნიკა მელია დაემორჩილება ან კანონს, ან მიხეილ სააკაშვილს, მესამე ვარიანტი არაა

Read Time:1 Minute, 52 Second

ნიკა მელია დაემორჩილება ან კანონს, ან მიხეილ სააკაშვილს, მესამე ვარიანტი არაა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის იდეა და მოწოდებაა, რომ ნიკა მელია თავისი ფეხით, თავისი სურვილით ჩაჯდეს ციხეში, რაც თვითონ ვერ გააკეთა და მისგან გამოიყვანოს ე.წ. გმირი, ფსევდოგმირი და ამით ცეცხლი დაანთოს.

„აქ არის ძალიან მარტივი და მკაფიო სიტუაცია. ნიკა მელია ახლა დაემორჩილება კანონს თუ მიხეილ სააკაშვილს. მესამე ვარიანტი არაა. მიხეილ სააკაშვილის იდეა და მოწოდებაა, რომ ის თავისი ფეხით, თავისი სურვილით ჩაჯდეს ციხეში, რაც თვითონ ვერ გააკეთა და მისგან გამოიყვანოს ე.წ. გმირი, ფსევდოგმირი და ამით ცეცხლი დაანთოს. მეტი შანსი აღარ აქვს. ის ადამიანი ასე თვლის იქიდან თავად ძებნილი და მეორე მხრივ ეს ყველაფერი გამოიყენოს იმაში, რომ საერთაშორისო თუ შიდა მოხმარებისათვის პოლიტდევნილის სტატუსი რამენაირად აკიდოს. მეორე მხრივ, ნიკა მელია, დარწმუნებული ვარ, გირაოს გადაიხდის და თუ დააკვირდებით, სამი დღის განმავლობაში თავის არხებთან ერთად ისინი ალაგებენ ერთ მესიჯს, რომ თითქოს ჩვენ გავიქცევით და გადავუხდით გირაოს ნიკა მელიას. წარმოიდგინეთ პიარული თავხედობის ხარისხი და დონე, და ამისათვის დღეს გახმაურდა ინფორმაცია – ისინი ცდილობენ მოძებნონ ადამიანი, რომელიც გირაოს გადაიხდის და შემდეგ ქვეყანას დატოვებს, კითხვები რომ არ დაუსვან. შემდეგ იტყვიან, რომ თითქოს ეს ადამიანი იყო ხელისუფლებისგან მიგზავნილი და ჩუმად შეუცურდა თანხა. საოცრებებს კადრულობენ, საოცრებებს იგონებენ. რეალურად ორი დღეა ვამბობთ – არ აქვს იმის თავი, რომ ეს გირაო არ გადაიხადოს, იმიტომ რომ ასეთი მკაფიო სიტუაცია, როდესაც თავის თავს იჭერს ადამიანი, არ არსებობს ბუნებაში. გამოვიდა და გულზე მჯიღების დარტყმით იძახა, რომ არც გადავიხდი და ვერც დამიჭერთ. ეგონათ, რომ ხვეწნას დაუწყებდა ვიღაც და არ დაუწყო ხვეწნა პროკურატურამაც, რომ შენი ჭირიმე, არ დაგიჭერთ თუ არ გადაიხდი გირაოსო და ახლა არიან ცუდ მდგომარეობაში. თუ ეს ადამიანი თავისივე გადაწყვეტილებით გადაწყვეტს, რომ აღკვეთის ღონისძიება დაუმძიმდეს, ეს იქნება „ნაცმოძრაობის“ მესიჯბოქსი, რომ მთავარი ოპოზიციური ძალის ლიდერი, რეალურად ლიდერი არ არის – ფორმალურად არის ლიდერი და მესამე-მეოთხეა თავის პარტიაში გავლენებით, მაგრამ ნუ ფორმალურად ხომ პარტიის თავმჯდოამარეა ეს ადამიანი და ამაზეა აქცენტი. თუ წავა ციხეში, მიშა წაუგებელს თამაშობს, თავისი აზრით. მეორე მხრივ, იქნებ ცეცხლი დაანთოს, რადგან სხვა ტყუილებით ვერ დაანთო ცეცხლი. ეს ის გამონაკლისი შემთხვევაა, როდესაც თავად ბრალდებულზეა დამოკიდებული მისი ბედი“, – განაცხადა მდინარაძემ.

„არ გადავიხდი, ვერ დამიჭერთ“, – განაცხადა ნიკა მელიამ პრესკონფერენციაზე. 5 თებერვალს, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ თუ ნიკა მელია გირაოს არ გადაიხდის, პროკურატურა სასამართლოს მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს. გირაოს თანხის გადასახდელად დამატებითი ერთკვირიანი ვადა 12 თებერვალს იწურება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დიმიტრი ხუნდაძე „ევროპულ საქართველოზე“: ოპოზიციაში მყოფი განსაკუთრებით დესტრუქციული ნაწილი თვითლიკვიდაციაზე მიდის
Next post ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი: სინოდმა აღიარა და დაადგინა, რომ საზღვრის ხაზი 1937-38 წლებში აზომილი რუკის მიხედვით უნდა გაევლოს