დიმიტრი ხუნდაძე „ევროპულ საქართველოზე“: ოპოზიციაში მყოფი განსაკუთრებით დესტრუქციული ნაწილი თვითლიკვიდაციაზე მიდის

Read Time:36 Second

დიმიტრი ხუნდაძემ „ევროპულ საქართველოში“ მიმდინარე პროცესები შეაფასა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრს მიაჩნია, რომ პარტიაში წაგებულ არჩევნებს ვერ ეგუებიან და საკუთარი ამომრჩევლის გადაწყვეტილებას პატივს არ სცემენ.

„ოპოზიციაში მყოფი, განსაკუთრებით დესტრუქციული ნაწილი თვითლიკვიდაციაზე მიდის, თუმცა ისინი ამას ფუთავენ როგორც განახლებას, მაგრამ ეს არის მათი შიდა პარტიული საკითხი. მე მათი მხრიდან მაწუხებს მხოლოდ ის, რომ ისინი საკუთარი ამომრჩევლის გადაწყვეტილებას პატივს არ სცემენ, არ შემოდიან პარლამენტში და მათი გეგმის შემადგენელი არის მხოლოდ დესტრუქციული ქმედებები. რა თქმა უნდა წაგებულმა არჩევნებმა, რასაც ისინი ვერ ეგუებიან, მისცა ბიძგი, რომ შინაგანი ზრახვები ზედაპირზე ამოიტანონ. იმიტომ რომ მათი ხელისუფლებაში მოსვლის ერთადერთი გზა არის მხოლოდ და მხოლოდ დესტრუქცია, ამის გამოცდილება აქვთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ძალაუფლებას ვერ დაეუფლებიან. ამიტომ მათი მცდელობა არის ის, რითიც დაიწყეს მაგრამ ხედავთ რომ ასრულებენ უკვე დაშლით“, – განაცხადა ხუნდაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ჩიქოვანი: საქართველო-ამერიკის ურთიერთობა წლიდან წლამდე ვითარდება და დღეს არსებული ურთიერთობები არის უპრეცედენტო
Next post მამუკა მდინარაძე: ნიკა მელია დაემორჩილება ან კანონს, ან მიხეილ სააკაშვილს, მესამე ვარიანტი არაა