ირაკლი ჩიქოვანი: საქართველო-ამერიკის ურთიერთობა წლიდან წლამდე ვითარდება და დღეს არსებული ურთიერთობები არის უპრეცედენტო

Read Time:38 Second

საქართველო-ამერიკის ურთიერთობა წლიდან წლამდე ვითარდება და დღეს არსებული ურთიერთობები არის უპრეცედენტო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ირაკლი ჩიქოვანი ასევე აღნიშნავს, რომ ქართველ ხალხს ამერიკელი ხალხის მხარდაჭერა გააჩნია.

„საქართველო-ამერიკის ურთიერთობა წლიდან წლამდე ვითარდება და დღეს არსებული ურთიერთობები არის უპრეცედენტო. ხაზგასასმელია, რომ ეს ყველაფერი დამოკიდებული არ არის იმაზე, თუ ვის აქვს კონგრესში უმრავლესობა. ქართველ ხალხს ამერიკელი ხალხის მხარდაჭერა გააჩნია. გავაგრძელებთ იმ თანამშრომლობას, რომელიც მიმართულია ქვეყნის განვითარებაზე, ინსტიტუციების გაძლიერებაზე და ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე. გამოწვევებით სავსე პერიოდია და მხარდამჭერი განცხადებები ნათელი გამოვლინებაა, რომ ქვეყნებს შორის პარტნიორობა კვლავ ძლიერდება“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ჯერი კონოლის და ადამ კინზინგერის მიერ კონგრესში წარდგენილი კანონპროექტი რუსეთის აგრესიის მიმართ აშშ-ის მტკიცე წინააღმდეგობას ადასტურებს. ამერიკის კონგრესში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა, ჯერი კონოლიმ და ადამ კინზინგერმა საქართველოს მხარდამჭერი აქტი კვლავ წარადგინეს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი გახარია: მადლობა საქართველოს დიდ მეგობრებსა და ქომაგებს, გარი კონოლისა და ადამ კინზინგერს ჩვენი ქვეყნის მხარდამჭერი კანონპროექტის ინიცირებისთვის
Next post დიმიტრი ხუნდაძე „ევროპულ საქართველოზე“: ოპოზიციაში მყოფი განსაკუთრებით დესტრუქციული ნაწილი თვითლიკვიდაციაზე მიდის