გიორგი გახარია: მადლობა საქართველოს დიდ მეგობრებსა და ქომაგებს, გარი კონოლისა და ადამ კინზინგერს ჩვენი ქვეყნის მხარდამჭერი კანონპროექტის ინიცირებისთვის

Read Time:39 Second

მადლობა საქართველოს დიდ მეგობრებს და ქომაგებს, გარი კონოლსა და ადამ კინზინგერს ჩვენი ქვეყნის მხარდამჭერი კანონპროექტის ხელახლა ინიცირებისთვის და საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობის კიდევ ერთხელ ხაზგასმისთვის – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, სოციალურ ქსელ Twitter-ზე წერს.

მთავრობის მეთაური ხაზს უსვამს, რომ ამ გადაწყვეტილებით, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, უწყვეტი დემოკრატიული განვითარებისა და უსაფრთხოების განმტკიცება ხდება.

„მადლობა საქართველოს დიდ მეგობრებს და ქომაგებს, გარი კონოლისა და ადამ კინზინგერს ჩვენი ქვეყნის მხარდამჭერი კანონპროექტის ხელახლა ინიცირებისთვის და საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობის კიდევ ერთხელ ხაზგასმისთვის, რითაც ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, უწყვეტი დემოკრატიული განვითარებისა და უსაფრთხოების განმტკიცება ხდება“, – წერს პრემიერ-მინისტრი.

ჯერი კონოლის და ადამ კინზინგერის მიერ კონგრესში წარდგენილი კანონპროექტი რუსეთის აგრესიის მიმართ აშშ-ის მტკიცე წინააღმდეგობას ადასტურებს. ამერიკის კონგრესში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა, ჯერი კონოლიმ და ადამ კინზინგერმა საქართველოს მხარდამჭერი აქტი კვლავ წარადგინეს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დავით სერგეენკო: არ მინდა, ვინმემ „რესპუბლიკური პარტიისადმი“ უპატივცემულობაში ჩამომართვას, მაგრამ მდინარის გადაღმა გადაძახილ-გადმოძახილი სერიოზული არ მგონია
Next post ირაკლი ჩიქოვანი: საქართველო-ამერიკის ურთიერთობა წლიდან წლამდე ვითარდება და დღეს არსებული ურთიერთობები არის უპრეცედენტო