კახა კალაძე საბა ბუაძეს: „ერთი მტკიცებულება მომეცით, რომ ბიუჯეტიდან რამე მოვიპარე, ჩემს უფლებამოსილებას გადავამეტე, ვინმე დავჩაგრე, ვინმეს არასამართლიანად მოვექეცი და ბოდიშს მოვუხდი საზოგადოებას, პოლიტიკიდან და თანამდებობიდან წავალ და კანონის წინაშე ვაგებ პასუხს“

Read Time:33 Second

„ერთი მტკიცებულება მომეცით, რომ ბიუჯეტიდან რამე მოვიპარე, ჩემს უფლებამოსილებას გადავამეტე, ვინმე დავჩაგრე, ვინმეს არასამართლიანად მოვექეცი და ბოდიშს მოვუხდი საზოგადოებას, პოლიტიკიდან და თანამდებობიდან წავალ და კანონის წინაშე ვაგებ პასუხს“, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციონერი დეპუტატის, საბა ბუაძის მიერ გამოთქმული ბრალდებების საპასუხოდ განაცხადა.

„ბატონო საბა, თქვენ არავინ გზღუდავთ იმაში, რომ კრიტიკული იყოთ, მაგრამ როდესაც ადამიანს შეურაცხყოფას აყენებ, ეს კატეგორიულად მიუღებელია. რა თქმა უნდა, ყველაფერზე ვერ გვექნება ერთნაირი დამოკიდებულება, ოპოზიცია ხართ და კრიტიკულები უნდა იყოთ, ეს მისაღებია, მაგრამ ყველაფერს თავისი ფორმა აქვს. ადამიანს როდესაც შეურაცხყოფას აყენებ, მტკიცებით ფორმაში ეუბნები, რომ კორუმპირებულია, დამიდასტურე. როდესაც უსამართლოდ მაყენებ შეურაცხყოფას, რა თქმა უნდა, ამას ყოველთვის მოყვება რეაგირება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მიხეილ სააკაშვილი – ვწყვეტ ყველანაირ სამედიცინო მკურნალობას, ვიდრე არ შეასრულებენ სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილებებს, არ გააუქმებენ ე.წ. დისციპლინარულ ზომებს და არ განაახლებენ მნახველების ნორმალურ დაშვებას
Next post ურსულა ფონ დერ ლაიენი – რუსეთის მხრიდან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ან მათი მეზობლების მიმართ ახალი აგრესიისა და საერთაშორისო ნორმების დარღვევის შემთხვევაში, ბრიუსელი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს გაამკაცრებს