ურსულა ფონ დერ ლაიენი – რუსეთის მხრიდან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ან მათი მეზობლების მიმართ ახალი აგრესიისა და საერთაშორისო ნორმების დარღვევის შემთხვევაში, ბრიუსელი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს გაამკაცრებს

Read Time:26 Second

რუსეთის მხრიდან ევროკავშირის ნებისმიერი წევრი სახელმწიფოს ან მათი მეზობლების, მაგალითად უკრაინის მიმართ ახალი აგრესიისა და საერთაშორისო ნორმების დარღვევის შემთხვევაში ბრიუსელი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს გაამკაცრებს, – ამის შესახებ განცხადება ევროკომისიის ხელმძღვანელმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა გააკეთა.

ფონ დერ ლაიენმა უკრაინის აღმოსავლეთ საზღვართან ძალების მობილიზაციის გამო რუსეთი მკაცრად გააკრიტიკა.

„ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს უკრაინას რუსეთის აგრესიის წინაშე. ჩვენ ვუპასუხებთ ნებისმიერ შემდეგ აგრესიას არსებული სანქციების გაძლიერებით. მზად ვართ, პარტნიორებთან კოორდინაციით მივიღოთ დამატებითი შემზღუდავი ზომებიც“, – აცხადებს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ეს განცხადება რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების საუბრის დაწყებამდე გააკეთა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კახა კალაძე საბა ბუაძეს: „ერთი მტკიცებულება მომეცით, რომ ბიუჯეტიდან რამე მოვიპარე, ჩემს უფლებამოსილებას გადავამეტე, ვინმე დავჩაგრე, ვინმეს არასამართლიანად მოვექეცი და ბოდიშს მოვუხდი საზოგადოებას, პოლიტიკიდან და თანამდებობიდან წავალ და კანონის წინაშე ვაგებ პასუხს“
Next post ნიკა გვარამია: მიხეილ სააკაშვილმა გორის სამხედრო ჰოსპიტალი დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს – საერთოდ განრიდებულ უნდა იქნეს საქართველოს პენიტენციურ სისტემას