კვირა, მაისი 11, 2025

Daily Archives: ოქტ 13, 2022

ვლადიმერ პუტინი – თურქეთმა დაამტკიცა, რომ არის ყველაზე სანდო პარტნიორი ევროპისთვის გაზით მომარაგების თვალსაზრისით

თურქეთმა დაამტკიცა, რომ არის ყველაზე სანდო პარტნიორი ევროპისთვის გაზით მომარაგების თვალსაზრისით, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, ასტანაში, თურქეთის პრეზიდენტთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან...

ირაკლი ზარქუა: ბიძინა ივანიშვილის ინტერესია ერთი – საქართველო იყოს განვითარებული და ევროპულ ინტეგრაციაში, ეს თქვა და გააკეთა კიდეც

ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ ამოწურა ბიზნეს ინტერესები, მისი ინტერესია ერთი -საქართველო იყოს განვითარებული და ევროპულ ინტეგრაციაში, ეს თქვა და გააკეთა კიდეც – ასე გამოეხმაურა...

ნიკოლოზ სამხარაძე – რადას ვიცე-სპიკერის თქმით, პოდოლიაკის განცხადება არ არის უკრაინის ოფიციალური პოზიცია, მას აქვს მრჩევლის სტატუსი და ვერ იქნება უკრაინის პოზიციის გამხმოვანებელი

პარლამენტის საგარეო უერთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, რუანდაში მიმდინარე საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეის ფარგლებში, საინტერესო და მეგობრული შეხვედრა გაიმართა უკრაინის საპარლამენტო დელეგაციასთან, რომელსაც რადას...

ბრიტანული „Financial Times”- ჩვენ ვიცით და ადგილზე მყოფმა რუსმა მეთაურებმაც იციან – რომ მათი მარაგი და საბრძოლო მასალები ამოიწურება

ბრიტანული „Financial Times” აქვეყნებს ბრიტანეთის დაზვერვის შეფის (British cyber intelligence unit GCHQ), ჯერემი ფლემინგის სიტყვის ნაწილს, რომელიც მან 11 ოქტომბერს წარმოთქვა ანალიტიკურ ცენტრში. იგი შეეხო...

ვატო სურგულაძე კახა კალაძეს მოუწოდებს, ვაკის პარკში მომხდარი შემთხვევის გამო თანამდებობიდან გადადგეს

„ლელოს“ წევრი ვატო სურგულაძე დედაქალაქის მერს კახა კალაძეს მოუწოდებს, ვაკის პარკში მომხდარი შემთხვევის გამო აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა და თანამდებობიდან გადადგეს.მისივე თქმით, ვაკის პარკში მომხდარი...

Bloomberg – წერს, რომ Credit Suisse-ისთვის, ცუდი ამბების ჰიტები გრძელდება

Bloomberg - წერს, რომ Credit Suisse-ისთვის, ცუდი ამბების ჰიტები გრძელდება. წერენ, რომ ბანკი „უკვე შეურაცხყოფილი და დაჟეჟილია, რადგან ცდილობს გადალახოს სკანდალებისა და ზარალის ხანგრძლივი...

,,ცალსახად არის გამოკვეთილი უარის თქმის საფუძველი“- რატი ბრეგაძე სააკაშვილის უკრაინის სასამართლოსთვის მოწმის სახით გადაცემაზე

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, საქართველოს უკრაინის სასამართლოსგან მიხეილ სააკაშვილის გადაცემის შესახებ ოფიციალური მოთხოვნა არ მიუღია. „მსგავსი სახის ოფიციალური მოთხოვნა არ შემოსულა, ამიტომ ამ საკითხზე მსჯელობა ჩვენი მხრიდან შეიძლება გარკვეულწილად არარელევანტურიც იყოს. თუმცა, როდესაც მსგავსი ტიპის მოთხოვნა შემოდის, იქვე არის საერთაშორისო შეთანხმებებით და საქართველოს კანონმდებლობითაც გათვალისწინებული უარის თქმის საფუძველი, იმ შემთხვევაში, თუ პირის მიმართ ქვეყანაში მიმდინარეობს სისხლის სამართლის წარმოება.” რატი ბრეგაძის თქმით, მოთხოვნის მიღების შემთხვევაშიც კი, ქართულ მხარეს სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი აქვს. „როგორც მოგეხსენებათ, სააკაშვილი არის მსჯავრდებული 2 საქმეზე და დანარჩენ 3 საქმეზე მიმდინარეობს სასამართლო პროცესები. შესაბამისად, თეორიულადაც თუ დავუშვებთ იმასაც, რომ ოფიციალური მოთხოვნა შემოვა, იმთავითვე არსებობს უარის თქმის გამოკვეთილი საფუძველი“ - განაცხადა რატი ბრეგაძემ გადაცემა ,, იმედი live-ში მიხეილ სააკაშვილის უკრაინის სასამართლოსთვის მოწმის სახით დასაკითხად გადაცემის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ.

ნიკოლოზ სამხარაძე – გიორგი ვაშაძის ირგვლივ პროევროპული გაერთიანება სრული აბსურდია და იუმორის ჟანრია, ახალი გაერთიანებების არ მჯერა

გიორგი ვაშაძის ირგვლივ პროევროპული გაერთიანება სრული აბსურდია და იუმორის ჟანრია, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.ნიკოლოზ სამხარაძემ კომენტარი გააკეთა...

ექიმის თქმით, ვაკის პარკში მომხდარი შემთხვევისას დაშავებული მეორე ბავშვის სასიცოცხლო ფუნქციები ნორმის ფარგლებშია

„ამ წუთისთვის, სასიცოცხლო ფუნქციები ნორმის ფარგლებშია“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ნიუ ჰოპიტალსის“ წარმომადგენელმა, ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელმა დავით ცაბაძემ განუცხადა.მისივე თქმით, ამ დროისთვის, ბავშვს...

იუსტიციის მინისტრი: „ბიძინა ივანიშვილი განერიდა პოლიტიკას, ეწევა კერძო საქმიანობას და მას არცერთი ნიშანი, რომელიც დეოლიგარქიზაციის კანონშია, არ ერგება“

იუსტიციის მინისტრის განმარტებით, რასაც არ უნდა ამტკიცებდეს ოპოზიცია, ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქად გამოცხადების არანაირი საფუძველი არ არსებობს. კანონით ოპოზიციის უკმაყოფილების მიზეზი კი ისაა, რომ მასში თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით კეზერაშვილი ამოიცნო: „როდესაც ეს ადამიანები საუბრობენ ბატონ ივანიშვილზე, ბატონი ივანიშვილი, მართალია, იყო „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და სწორედ მისი თაოსნობით მოხდა ის, რამაც ქვეყნის ისტორიაში, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ძალიან დიდი დემოკრატიული გარდატეხა შეიტანა; შემდგომში ეს ადამიანი, როგორც ყველამ იხილა, განერიდა პოლიტიკას, ეწევა კერძო საქმიანობას და არცერთი ნიშანი, რომელიც აქ არის, ამ ადამიანს არ ერგება. ვისაც ერგება, ხედავს ოპოზიცია და არ სურთ, თავიანთ დამფინანსებელთან და უპირობო მხარდამჭერთან რაიმე ფორმით ურთიერთობა შეიზღუდონ“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

რატი ბრეგაძე: „დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტში ოპოზიციამ თავისი ერთ-ერთი მხარდამჭერი და დამფინანსებელი, მინისტრობის შემდეგ მყისიერად გამილიარდერებული ბატონი დავით კეზერაშვილი ამოიცნო“

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ „იმედის“ ეთერში განმარტა, თუ რატომ აღმოჩნდა ოპოზიციისათვის მიუღებელი კანონპროექტი დეოლიგარქიზაციის შესახებ. მინისტრის თქმით, ოლიგარქის განსაზღვრებაში ოპოზიციამ დავით კეზერაშვილი ამოიცნო. „ოპოზიციას ეს კანონპროექტი არ მოეწონა, გამომდინარე იქიდან, რომ მათ შესაძლოა, ამოიკითხეს მათი ერთ-ერთი მხარდამჭერი და დამფინანსებელიც, რომელიც, სხვათა შორის, იყო თავდაცვის მინისტრი და მინისტრობის შემდგომ მყისიერად გამილიარდერებული დავით კეზერაშვილი. რა თქმა უნდა, მათ არ სურთ, შეუწყდეთ დაფინანსების წყარო და შემდგომში ჰქონდეთ ამ ადამიანთან ნებისმიერი კავშირის დეკლარირების ვალდებულება“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

ირაკლი კობახიძე: შეხვედრებზე ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება იქნება. ამ კუთხით ჩვენთვის ყველა პარტნიორი ქვეყნის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია

შეხვედრებზე ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება იქნება. ამ კუთხით ჩვენთვის ყველა პარტნიორი ქვეყნის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ,...