იუსტიციის მინისტრი: „ბიძინა ივანიშვილი განერიდა პოლიტიკას, ეწევა კერძო საქმიანობას და მას არცერთი ნიშანი, რომელიც დეოლიგარქიზაციის კანონშია, არ ერგება“

Read Time:30 Second

იუსტიციის მინისტრის განმარტებით, რასაც არ უნდა ამტკიცებდეს ოპოზიცია, ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქად გამოცხადების არანაირი საფუძველი არ არსებობს. კანონით ოპოზიციის უკმაყოფილების მიზეზი კი ისაა, რომ მასში თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით კეზერაშვილი ამოიცნო:

„როდესაც ეს ადამიანები საუბრობენ ბატონ ივანიშვილზე, ბატონი ივანიშვილი, მართალია, იყო „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და სწორედ მისი თაოსნობით მოხდა ის, რამაც ქვეყნის ისტორიაში, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ძალიან დიდი დემოკრატიული გარდატეხა შეიტანა; შემდგომში ეს ადამიანი, როგორც ყველამ იხილა, განერიდა პოლიტიკას, ეწევა კერძო საქმიანობას და არცერთი ნიშანი, რომელიც აქ არის, ამ ადამიანს არ ერგება. ვისაც ერგება, ხედავს ოპოზიცია და არ სურთ, თავიანთ დამფინანსებელთან და უპირობო მხარდამჭერთან რაიმე ფორმით ურთიერთობა შეიზღუდონ“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post რატი ბრეგაძე: „დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტში ოპოზიციამ თავისი ერთ-ერთი მხარდამჭერი და დამფინანსებელი, მინისტრობის შემდეგ მყისიერად გამილიარდერებული ბატონი დავით კეზერაშვილი ამოიცნო“
Next post ექიმის თქმით, ვაკის პარკში მომხდარი შემთხვევისას დაშავებული მეორე ბავშვის სასიცოცხლო ფუნქციები ნორმის ფარგლებშია