ნიკოლოზ სამხარაძე – გიორგი ვაშაძის ირგვლივ პროევროპული გაერთიანება სრული აბსურდია და იუმორის ჟანრია, ახალი გაერთიანებების არ მჯერა

Read Time:34 Second

გიორგი ვაშაძის ირგვლივ პროევროპული გაერთიანება სრული აბსურდია და იუმორის ჟანრია, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

ნიკოლოზ სამხარაძემ კომენტარი გააკეთა „სტრატეგია აღმაშენებლის“ განცხადებაზე, რომ პარტიაში პროევროპული ოპოზიციის იდეაზე საუბრობენ და ყველა პროდასავლურ ჯგუფს, პარტიას, ადამიანს ესაუბრებიან.

როგორც სამხარაძე ამბობს, ახალი გაერთიანებების არ სჯერა.

„გიორგი ვაშაძე თავისი ქცევით ვერანაირად ვერ იქნება პროევროპული და პროდასავლური. მგონი, მისი ქცევები და განცხადებები, უტიფარი ტყუილები კომპასის სხვა მიმართულებით გვაჩვენებს გზას და ეს არის ჩრდილოური გზა. ამიტომ, ვაშაძის ირგვლივ პროევროპული გაერთიანება სრული აბსურდია და იუმორის ჟანრია. ახალი გაერთიანებების არ მჯერა, რადგან ამ ადამიანებს ერთმანეთთან აქვთ სრული შეუთავსებლობა. მათ არ აქვთ არანაირი იდეოლოგიური ერთობა, ღირებულებები. შესაბამისად, ფუჭია მათი მცდელობა და მარცხისთვის არის განწირული“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ექიმის თქმით, ვაკის პარკში მომხდარი შემთხვევისას დაშავებული მეორე ბავშვის სასიცოცხლო ფუნქციები ნორმის ფარგლებშია
Next post ,,ცალსახად არის გამოკვეთილი უარის თქმის საფუძველი“- რატი ბრეგაძე სააკაშვილის უკრაინის სასამართლოსთვის მოწმის სახით გადაცემაზე