,,ცალსახად არის გამოკვეთილი უარის თქმის საფუძველი“- რატი ბრეგაძე სააკაშვილის უკრაინის სასამართლოსთვის მოწმის სახით გადაცემაზე

Read Time:36 Second

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, საქართველოს უკრაინის სასამართლოსგან მიხეილ სააკაშვილის გადაცემის შესახებ ოფიციალური მოთხოვნა არ მიუღია.

„მსგავსი სახის ოფიციალური მოთხოვნა არ შემოსულა, ამიტომ ამ საკითხზე მსჯელობა ჩვენი მხრიდან შეიძლება გარკვეულწილად არარელევანტურიც იყოს. თუმცა, როდესაც მსგავსი ტიპის მოთხოვნა შემოდის, იქვე არის საერთაშორისო შეთანხმებებით და საქართველოს კანონმდებლობითაც გათვალისწინებული უარის თქმის საფუძველი, იმ შემთხვევაში, თუ პირის მიმართ ქვეყანაში მიმდინარეობს სისხლის სამართლის წარმოება.”

რატი ბრეგაძის თქმით, მოთხოვნის მიღების შემთხვევაშიც კი, ქართულ მხარეს სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი აქვს.

„როგორც მოგეხსენებათ, სააკაშვილი არის მსჯავრდებული 2 საქმეზე და დანარჩენ 3 საქმეზე მიმდინარეობს სასამართლო პროცესები. შესაბამისად, თეორიულადაც თუ დავუშვებთ იმასაც, რომ ოფიციალური მოთხოვნა შემოვა, იმთავითვე არსებობს უარის თქმის გამოკვეთილი საფუძველი“ – განაცხადა რატი ბრეგაძემ გადაცემა ,, იმედი live-ში მიხეილ სააკაშვილის უკრაინის სასამართლოსთვის მოწმის სახით დასაკითხად გადაცემის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ნიკოლოზ სამხარაძე – გიორგი ვაშაძის ირგვლივ პროევროპული გაერთიანება სრული აბსურდია და იუმორის ჟანრია, ახალი გაერთიანებების არ მჯერა
Next post Bloomberg – წერს, რომ Credit Suisse-ისთვის, ცუდი ამბების ჰიტები გრძელდება