ვლადიმერ პუტინი – თურქეთმა დაამტკიცა, რომ არის ყველაზე სანდო პარტნიორი ევროპისთვის გაზით მომარაგების თვალსაზრისით

Read Time:31 Second

თურქეთმა დაამტკიცა, რომ არის ყველაზე სანდო პარტნიორი ევროპისთვის გაზით მომარაგების თვალსაზრისით, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, ასტანაში, თურქეთის პრეზიდენტთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრის დაწყებისას განაცხადა.

შეხვედრის დაწყებისას, პუტინმა ერდოღანს თურქეთში ბუნებრივი აირის ცენტრალური ქსელის შექმნა შესთავაზა.

რუსეთის პრეზიდენტმა თურქეთის პრეზიდენტს უთხრა, რომ გაზსადენი „თურქული ნაკადი“ წარმატებით მუშაობს, მიუხედავად იმისა, რომ მისი აფეთქება სცადეს.

თავის მხრივ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთს სურს სტამბოლის კონსენსუსის შენარჩუნება და ღარიბი ქვეყნებისთვის რუსული მარცვლეულის და სასუქის ტრანსპორტირება.

„მიუხედავად იმისა, რომ ნაბიჯები, რომლებსაც თურქეთი და რუსეთი გადადგამენ ამ პროცესში, შეაწუხებს გარკვეულ წრეებს, ისინი გაახარებენ ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებს“, – განაცხადა ერდოღანმა.

თურქეთის პრეზიდენტმა რუსეთთან ერთად, სინოპში მეორე ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის იმედი გამოთქვა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ზარქუა: ბიძინა ივანიშვილის ინტერესია ერთი – საქართველო იყოს განვითარებული და ევროპულ ინტეგრაციაში, ეს თქვა და გააკეთა კიდეც
Next post კახა კალაძე – გამოძიება ყველაფერს დაადგენს, ვისაც დანაშაული მიუძღვის, აუცილებლად აგებს პასუხს, მეც თუ მაქვს რაიმე დანაშაული, მზად ვარ, კანონის წინაშე ვაგო პასუხი