ირაკლი ზარქუა: ბიძინა ივანიშვილის ინტერესია ერთი – საქართველო იყოს განვითარებული და ევროპულ ინტეგრაციაში, ეს თქვა და გააკეთა კიდეც

Read Time:46 Second

ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ ამოწურა ბიზნეს ინტერესები, მისი ინტერესია ერთი -საქართველო იყოს განვითარებული და ევროპულ ინტეგრაციაში, ეს თქვა და გააკეთა კიდეც – ასე გამოეხმაურა უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის მოადგილის მიხეილ პოდოლიაკის მიერ ტვ „ფორმულას“ ეთერში გუშინ გაკეთებულ განცხადებას, რომ „ივანიშვილის რუსეთთან თანამშრომლობის მტკიცებულებები არსებობს“.

მისი თქმით, უკრაინა ცეცხლის ალშია გახვეული და ამ დროს ვინმე „ჭ“ კლასის ექსპერტი, დამხმარე თუ მრჩეველი ბედავს და ჩვენი ქვეყნის ღირსეულ მოქალაქეს ბრალს დებს უსაფუძვლო, უარგუმენტო ქმედებაში.

„წარმოიდგინეთ, ცეცხლის ალშია გახვეული უკრაინა, უტევს მტერი, უტევს რუსეთი და ამ დროს ეს ვინმე „ჭ“ კლასის ექსპერტი, დამხმარე თუ მრჩეველი ბედავს და ჩვენი ქვეყნის ღირსეულ მოქალაქეს ბრალს დებს უსაფუძვლო, უარგუმენტო ქმედებაში.
მან თქვა, რომ ამოწურა ბიზნეს ინტერესები, მისი ინტერესია ერთი – საქართველო იყოს განვითარებული და ევროპულ ინტეგრაციაში, ეს თქვა და ეს გააკეთა კიდეც, ხოლო ისეთნაირი ხელმოცარულები როგორებიც არიან არესტოვიჩები და მათ შორის პოდოლიაკები, ეს არის… „подоляк, ты просто подонок“- ეს შემიძლია ვთქვა, სხვას არ იმსახურებს ეს ადამიანი საქართველოსგან“ – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ნიკოლოზ სამხარაძე – რადას ვიცე-სპიკერის თქმით, პოდოლიაკის განცხადება არ არის უკრაინის ოფიციალური პოზიცია, მას აქვს მრჩევლის სტატუსი და ვერ იქნება უკრაინის პოზიციის გამხმოვანებელი
Next post ვლადიმერ პუტინი – თურქეთმა დაამტკიცა, რომ არის ყველაზე სანდო პარტნიორი ევროპისთვის გაზით მომარაგების თვალსაზრისით