ირაკლი კობახიძე: შეხვედრებზე ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება იქნება. ამ კუთხით ჩვენთვის ყველა პარტნიორი ქვეყნის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია

Read Time:34 Second

შეხვედრებზე ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება იქნება. ამ კუთხით ჩვენთვის ყველა პარტნიორი ქვეყნის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გერმანიაში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.

„ჩვენი პარტიის დელეგაცია მონაწილეობას მიიღებს ევროპის სოციალისტური პარტიის ყრილობის მუშაობაში. რა თქმა უნდა, ჩვენ გამოვიყენებთ ამ ფორმატს პარტნიორებთან ორმხრივი ურთიერთობების გასაღრმავებლად. შედგება შეხვედრები ბერლინში, ქვეყნის სხვადასხვა წარმომადგენელთან და განსაკუთრებით გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლებთან. ეს ფორმატი მნიშვნელოვანია როგორც პარტიული კუთხით, ასევე ჩვენი ქვეყნის ინტერესების უფრო მყარად რეალიზებისთვის გავაღრმაოთ მუშაობა პარტნიორებთან. ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება იქნება. ამ კუთხით ჩვენთვის მნიშვნელოვანია ყველა პარტნიორი ქვეყნის მხარდაჭერა და განსაკუთრებით, მნიშვნელოვანია გერმანიის როლი. ჩვენი მხრიდან ამ თემაზე ყველა შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დახმარების ხელი ისრაელიდან
Next post რატი ბრეგაძე: „დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტში ოპოზიციამ თავისი ერთ-ერთი მხარდამჭერი და დამფინანსებელი, მინისტრობის შემდეგ მყისიერად გამილიარდერებული ბატონი დავით კეზერაშვილი ამოიცნო“