2021 წლის საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოს ნიკოლოზ ქაჯაია წარადგენს

Read Time:43 Second

„რანინას“ მეოთხე სეზონის გამარჯვებული ნიკოლოზ ქაჯაია გახდა. პროექტში გამარჯვებით მომღერალმა საბავშვო ევროვიზიის საგზური მოიპოვა და სწორედ ის გახდა საქართველოს ხმა ყველაზე მასშტაბურ საბავშვო მუსიკალურ კონკურსზე. რიგით მე-19 საბავშვო ევროვიზია, რომელშიც 19 ქვეყანა მონაწილეობს და რომელსაც პარიზი მასპინძლობს, 19 დეკემბერს გაიმართება. ტრადიციულად პირდაპირ ტრანსლაციას საფრანგეთიდან საქართველოს პირველი არხი განახორციელებს.

უკვე მეოთხე წელია, საბავშვო ევროვიზიაზე ქართველი კონკურსანტის შერჩევა, საქართველოს პირველი არხის პროექტ „რანინას“მეშვეობით ხდება. პროფესიონალი ჟიური არჩევანს საუკეთესოთა შორის საუკეთესოზე რამდენიმე საკონკურსო ტურის შემდეგ ადგენს.

რანინას“ მეოთხე სეზონის გამარჯვებული სამ ფინალისტს შორის გამოვლინდა, მათ შორის იყვნენ ბარბარე მახათაძე და გეგა შონია.

10 წლის ნიკოლოზ ქაჯაია ბავშვობიდან გატაცებულია მუსიკით და სიმღერით. სხვადასხვა წლებში სწავლობდა ვოკალის სასწავლებლებში, მათ შორის აღსანიშნავია „ვოკალის აკადემია“. მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა სატელევიზიო შოუებსა და კონცერტებში.

2020 წელს ჩაირიცხა თბილისის ევგენი მიქელაძის სახელობის მეორე ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელში, საფორტეპიანო განყოფილებაზე. მუსიკის გარდა ნიკოლოზი გატაცებულია ძერწვით და ხატვით.

საქართველო საბავშვო ევროვიზიაზე 2007 წლიდან მონაწილეობს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post პენიტენციური სამსახური – სიცრუეა ინფორმაცია, თითქოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, მე-18 დაწესებულების მიმდებარედ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფის მობილიზება გახდა საჭირო
Next post ირაკლი ლატარია: გვარამია, მიდი გაგიჟდი, რაც უფრო მეტს დაწერ, მით უფრო მიხვდება საზოგადოება – ვინ ხართ თქვენ