13 წლის გიდს მამუკა ბახტაძემ „მთის შვილის“ წოდება მიანიჭა

Read Time:42 Second

მაღალმთიანი რეგიონების განვითარების 2019-2023 წლების სტრატეგიის პრეზენტაციის დროს, 13 წლის გიორგი ქოჩქიანს საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ  „მთის შვილის“ წოდება მიანიჭა. ინფორმაციას ამის შესახებ 1tv ავრცელებს.

„მინდა, გიორგის მაგალითი მოვიყვანო, როგორც საუკეთესო მაგალითი ჩვენთან, მთაში როგორი თაობები იზრდებიან, როგორი პატრიოტები, როგორი ნიჭიერები და რაც მთავარია, გულწრფელები.

ეს არის მთავარი მიზეზი, რატომაც საქართველო ასე ძალიან უყვართ ჩვენს მეგობრებს. ჩვენი ამოცანაა, რომ გიორგისნაირი მომავალი თაობები აუცილებლად ცხოვრობდნენ მთაში. ეს არის საუკეთესო პასუხი ადამიანებზე, ვინც ამბობს, რომ მთაში მოსახლეობის შენარჩუნება არის არაეფექტური. ასე არ შეიძლება, საქართველოს მთა არის ჩვენი მთავარი სიმდიდრე. გიორგის მინდა, წარმატებები ვუსურვო”,- განაცხადა ბახტაძემ.

13 წლის გიორგი ქოჩქიანი უშგულში ცხოვრობს. მან ოთხი ენა იცის და სხვადასხვა ქვეყნიდან საქართველოში ჩამოსულ ტურისტებს გიდობას უწევს.  გიორგი ქოჩქიანი ამბობს, რომ ინგლისური და რუსული უშგულში ჩასულ ტურისტებთან ურთიერთობის დროს ისწავლა, თურქული და ებრაული კი, – ტელევიზორიდან.  მან საკუთარი შემოსავლით გასულ წელს ველოსიპედი და სკეიტბორდი იყიდა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post შოთა არველაძე შესაძლოა აზებაიჯანის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნოს
Next post გერმანიაში საკონდიტრო ქარხნიდან შოკოლადმა გაჟონა