12 მაისი ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღედ გამოცხადდება — ბახტაძე

Read Time:25 Second

პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, საქართველოს მთავრობა პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივით მიმართავს, 12 მაისი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღედ გამოცხადდეს. ამის შესახებ ბახტაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“დღეს მთავრობა საქართველოს პარლამენტს წარუდგენს ინიციატივას, რომ დაჩქარებული წესით მიიღოს საკანონმდებლო ცვლილება, რომლის მიხედვითაც 12 მაისი, რომელიც არის წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღე, ასევე, დადგინდეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღედ. ეს გახლავთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ინიციატივა, რომლესაც, ბუნებრივია, ჩვენ პატივს ვცემთ და ვიზიარებთ”, — თქვა ბახტაძემ.

მისივე განცხადებით, ის დარწმუნებულია, რომ 12 მაისი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული დღესასწაული გახდება.

 

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post “დედამ ორჯერ უნდა იფიქროს: ერთხელ თავის მაგივრად, მეორედ – შვილის მაგივრად” – რჩევები გენიალური სოფი ლორენისგან
Next post რეჟისორი გიორგი დანელია გარდაიცვალა