ჯუანშერ ბურჭულაძე: სტუდენტებს სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლა მხოლოდ ნებაყოფლობით შეეხებათ

Read Time:33 Second

თავდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის” ეთერში თავდაცვის კოდექსის მიზნებზე, ძირითად სიახლეებსა და სოციალური დაცვის კუთხით მის უპირატესობებზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.

ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, თავდაცვის სამინისტროს მიერ წარდგენილი პროექტი სწორედ სავალდებულო სამხედრო სამსახურის უფრო მოქნილ, გამარტივებულ პირობებში მოხდას ითვალისწინებს, რაც ერთ-ერთი მთავარი მიზნის, ქვეყანაში სათანადოდ მომზადებული რეზერვის შექმნის მიღწევაში დაგვეხმარება.

ჯუანშერ ბურჭულაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სტუდენტებს სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლა მხოლოდ ნებაყოფლობით შეეხებათ.

„სტუდენტები ნებაყოფლობით აირჩევენ იმ პროგრამას, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ, რაც ყოველწლიურად, ერთი თვის განმავლობაში სავალდებულო ჯარის გავლას გულისხმობს“, – განაცხადა ბურჭულაძემ.

თავდაცვის მინისტრმა საზოგადოებას შეახსენა, რომ საქართველოში სავალდებულო სამხედრო სამსახური ამჟამადაც მოქმედებს, აღნიშნული რეფორმა კი არა არსებით, რადიკალურ ცვლილებას, არამედ წვევამდელთა ეროვნული სამსახურის უფრო მოქნილ და მარტივ სისტემად გარდაქმნას შეუწყობს ხელს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post არმაზ ახვლედიანი კანადაში უცხოური გავლენის რეესტრის შექმნაზე: ნამდვილად არაფერი გამიგია, წვდომა არ მაქვს ინტერნეტთან
Next post ბიძინა კულუმბეგოვი: ამ ქვეყნის ევროპული გზა 100 % გარანტირებულია – დავალება ხალხისგან გაცემულია, გაკვეთილი იმედია ნასწავლია