შსს 14 წლის წინ გაუჩინარებული მოზარდის ცხედრის სამძებრო სამუშაოების ვიდეოკადრებს ავრცელებს

Read Time:36 Second

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო 14 წლის წინ გაუჩინარებული, 12 წლის მოზარდის ცხედრის სამძებრო სამუშაოების ვიდეოკადრებს ავრცელებს.

უწყების თანამშრომლები ზ. ბ.-ს სამძებრო სამუშაოებს გორის კულტურისა და დასვენების პარკში განაგრძობენ.

შსს-ის ინფორმაციით, აღნიშნული სამუშაოების ჩატარება ბრალდებულ ი. ნ.-ს მიერ სამართალდამცველებისთვის მიცემული დამატებითი ჩვენების საფუძველზე დაიწყო.

„უკვე ჩატარებულია საგამოძიებო ექსპერიმენტი, რა დროსაც ი. ნ.-მ მოზარდის სხეულის სავარაუდო ადგილსამყოფელი მიუთითა. პოლიციამ დაუყოვნებლივ დაიწყო მითითებული ტერიტორიის შემოწმება. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს ტექნიკისა და ექსპერტების დახმარებით, ადგილზე უკვე ჩატარდა გეოსკანირება, რომელმაც პოლიციას დამატებითი ინფორმაცია მისცა ნიადაგზე სხვადასხვა დროს განხორციელებული ზემოქმედების შესახებ. დადგენილია რამდენიმე სავარაუდო ლოკაცია, სადაც ამჟამად მიწის გათხრის სამუშაოები მიმდინარეობს“, – აცხადებენ უწყებაში.

ი.ნ. გორში 9 წლის გოგონას მკვლელობის ბრალდებით არის დაკავებული.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ზურაბიშვილი ამბობს, რომ არ იცის სად გაიმართება მისი ინაუგურაცია
Next post ფოკაში ახალგაზრდა კაცი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს