შსს „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდამსხმელის დაკავების შესახებ განცხადებას ავრცელებს

Read Time:33 Second

შინაგან საქმეთა სამინისტრო ქუთაისში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქუთაისში „საქართველოს ბანკის” ერთ-ერთ ფილიალზე თავდასხმის, ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 1985 წელს დაბადებული გ.ნ. დააკავა.

ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ შეიარაღებული პირი ქუთაისში, შოთა რუსთაველის გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიჭრა და დიდი ოდენობის თანხის დაუფლების მიზნით 14 პირი მძევლად აიყვანა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მძევლად აყვანილი ყველა ადამიანი ეტაპობრივად გაათავისუფლა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა თავდამსხმელი ბრალდებულის სახით ადგილზე დააკავეს. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე,
323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post შსს-ს ინფორმაციით, ქუთაისის „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეჭრილი შეიარაღებული პირი დაკავებულია, ყველა მძევალი გათავისუფლდა
Next post მიხეილ მაჭავარიანი: ედუარდ შევარდნაძის დროს ბრწყინვალე სპეცოპერაციები ტარდებოდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, იმას რომ ხელისუფლება კარგი იყო