მარტი 19, 2024
0 0
Read Time:32 Second

„ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა“ ინოვაციის კონკურსის გამარჯვებული პროექტი „ბარნის სმარტ ლაბირინთი” გამოავლინა. პროექტის ავტორია სამეცნიერო გუნდი „ობერტონი“.

მასში თბილისისა და ქუთაისის სკოლის მოსწავლეები სოფიო ჩიხლაძე, მარიამ გამრეკელაშვილი, ალექსანდრე ქაჯაია, გიორგი რეგიშვილი და იონა იობიძე მონაწილეობდნენ. შესაბამისად,  მოსწავლეები NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტში გაემგზავრებიან.

“ჩვენი გამოგონება ახალი და ინოვაციური ნაბიჯია მედიცინასა და ბიოლოგიაში, რადგან იგი საშუალებას გვაძლევს შევამოწმოთ ახალი მედიკამენტის (პრეპარატის, სურსათის, საკვების, ჰაერის, თუ საკვების დაბინძურების და სხვ.) გავლენა მეხსიერებაზე და დავადგინოთ, რა ტიპის მეხსიერება აქვს საკვლევ ობიექტს“, – აცხადებენ პროექტის მონაწილეები.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ორგანიზებით ინოვაციის კონკურსი უკვე მეხუთე წელია ტარდება. მისი მიზანია ახალგაზრდებში ინტერესის გამოწვევა და მოტივაციის ამაღლება საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და ინოვაციების მიმართულებით.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები