ქალი ისე დაიღალა კითხვით “როდის თხოვდები”, რომ საკუთარ თავზე დაქორწინდა

Read Time:1 Minute, 49 Second

ოქსფორ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის 32 წლის სტუ­დენ­ტი ლულუ ჯე­მი­მა იმ­დე­ნად და­ი­ღა­ლა ოჯა­ხის წევ­რე­ბის კი­თხვით „რო­დის თხოვ­დე­ბი?“, რომ სა­კუ­თარ თავ­ზე და­ქორ­წინ­და.

ლულუ ამ­ბობს, რომ და­ო­ჯა­ხე­ბა მის­თვის ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რად­გან მსოფ­ლი­ოს ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე პრეს­ტი­ჟულ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში კრე­ა­ტი­უ­ლი წე­რის სა­მა­გის­ტრო კურსს გა­დის.

მო­სა­ბეზ­რე­ბე­ლი კი­თხვე­ბის­გან რომ და­ეს­ვე­ნა, ჯე­მი­მამ ახ­ლობ­ლებს მო­საწ­ვე­ვე­ბი გა­უგ­ზავ­ნა, კაბა იქი­რა­ვა და „ცე­რე­მო­ნი­ალ­ზე“ სა­ქორ­წი­ნო მარ­შის ფონ­ზე შე­ვი­და. შემ­დეგ კი ტრა­დი­ცი­უ­ლი სი­ტყვი­თაც გა­მო­ვი­და, რომ­ლის დრო­საც სტუმ­რებს აუხ­სნა, რა­ტომ არ იყო ქორ­წილ­ზე საქმრო.

ლუ­ლუს თქმით, მისი უგან­დე­ლი მშობ­ლე­ბი შვი­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით უკ­მა­ყო­ფი­ლო­ე­ბი არი­ან, თუმ­ცა თა­ვად სას­წავ­ლო პრო­ცე­სით ბედ­ნი­ე­რია.

„ქორ­წი­ლი“ სტუ­დენტს სულ 2 ფუნ­ტი და­უჯ­და, რაც ღო­ნის­ძი­ე­ბის ად­გი­ლამ­დე ტაქ­სი­ში გა­და­ი­ხა­და. და­ნარ­ჩე­ნი ხარ­ჯე­ბი კი მე­გობ­რებ­მა სა­ჩუქ­რად გა­ი­ღეს.

„16 წლის ვი­ყა­ვი, მა­მა­ჩემ­მა სა­ქორ­წი­ნო სი­ტყვა რომ და­წე­რა. დე­და­ჩე­მი ყო­ველ და­ბა­დე­ბის დღე­ზე ჩემს გა­თხო­ვე­ბა­ზე ლო­ცუ­ლობ­და,“ – ამ­ბობს ლულუ, რო­მე­ლიც ფრი­ლან­სე­რი ჟურ­ნა­ლის­ტია და ამას­თან, მიგ­რა­ცი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის კონ­სულ­ტან­ტად მუ­შა­ობს.

წყარო:www.ambebi.ge

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ნიკა მაჭუტაძე – აკა მორჩილაძის წინადადებებში არის რეზონი, მაგრამ აკლია მონუმენტურობა
Next post აჭარაში 100 წელს გადაცილებული 36 ქალი ცხოვრობს