უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო ბიზნესსა და მოქალაქეებს მოუწოდებს, სპეციალისტების რეკომენდაციები მაქსიმალურად დაიცვან

Read Time:56 Second

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო ბიზნესსა და მოქალაქეებს მოუწოდებს, მაქსიმალურად დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროსა და სპეციალისტების რეკომენდაციები, რათა დამატებითი რეგულაციების დაწესების საჭიროება არ დადგეს.

გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებლის გამოვლენის გამო, გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს წევრებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე იმსჯელეს ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის კუთხით არსებულ გამოწვევებსა და ვირუსის გავრცელების ეფექტური პრევენციის ღონისძიებებზე.

საუბრისას აღინიშნა, რომ ვირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდა გლობალურად არსებული ტენდენციაა და ამ მხრივ გამონაკლისი არც საქართველოა, თუმცა უმნიშვნელოვანესია, პროცესი იყოს მართვადი, რათა მინიმალური ზიანი მიადგეს როგორც მოსახლეობის ჯანმრთელობას, ისე – ქვეყნის ეკონომიკას.

„საბჭოს წევრებმა ხაზი გაუსვეს, რომ ინფიცირების შემთხვევების გაზრდის მიუხედავად, მთავრობა სრულად მართავს ქვეყანაში ვირუსის გავრცელების კუთხით არსებულ ვითარებას. ამასთან, კიდევ ერთხელ გამახვილდა ყურადღება ჯანდაცვის სამინისტროსა და სპეციალისტების მიერ რეკომენდაციების აღსრულების კონტროლის გამკაცრებაზე.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, თავი აარიდონ ხალხმრავალ შეკრებებს, მაქსიმალურად დაიცვან სოციალური დისტანცია და დახურულ სივრცეებში, ისევე, როგორც საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ატარონ პირბადე“, – აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 729 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 1 321 პირი გამოჯანმრთელდა. უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. გარდაცვლილია 19 ადამიანი.

ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 5882 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ – 390 პირი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ანა მიქელაძე – რეგისტრაციიდან მოხსნილი ან რეგისტრაცია ძალადაკარგული ამომრჩევლები ამომრჩეველთა ერთიან სიაში შედიან ბოლო რეგისტრაციის ან ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით
Next post რატი იონათამიშვილი: აღიარებების კულმინაცია იყო ჩერგოლეიშვილის სიტყვები, რომ თურმე 2016 წელს ისინი აყალბებდნენ სოციოლოგიურ კვლევებს