ტყის ახალი კოდექსი საერთაშორისო პრინციპებზე დაყრდნობით ტყის მართვის საუკეთესო პრაქტიკას დაამკვიდრებს

Read Time:57 Second

მინისტრის განცხადებით, კოდექსმა განსაზღვრა ტყეების მდგრადი მართვის მნიშვნელოვანი მექანიზმები.

ქვეყნის მასშტაბით უნდა მოეწყოს საქმიანი ეზოები და ეტაპობრივად დაინერგოს ხე-ტყის დამზადებისა და სატყეო მეურნეობის წარმოების მდგრადი სისტემა.

კოდექსმა შექმნა ტყეების სარეკრეაციო მიზნებისთვის გამოყენებისა და ტყის არამერქნული რესურსებით სარგებლობის შესაძლებლობა. სატყეო სააგენტო აქტიურად ახორციელებს საქმიანი ეზოების მშენებლობას ქვეყნის მასშტაბით და ჯამში წლის ბოლომდე დაგეგმილია 40-მდე საქმიანი ეზოს მოწყობა.
როგორც ოთარ შამუგიამ განაცხადა, საქმიანი ეზოების ჩამოყალიბებასთან ერთად, გაგრძელდება მუშაობა ხე-ტყის მდგრადად დამზადების მექანიზმების დანერგვის, სპეციალისტების გადამზადების და ამ პროცესში ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების მიმართულებით. ეს ერთის მხრივ ხელს შეუწყობს საშეშე და სამასალე მერქანზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, წვლილს შეიტანს ქვეყანაში ხე-ტყის გადამუშავების განვითარებაში, ბიომასისა და ალტერნატიული საწვავის ხელმისაწვდომობის ზრდასა და სოფლად სამუშაო ადგილების შექმნაში; მხოლოდ ხე-ტყის დამზადების სამუშაოებზე, დაახლოებით, 4 600 სამუშაო ადგილის შექმნა არის გათვალისწინებული. როგორც მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, საბოლოო ჯამში, გასატარებელი კომპლექსური ღონისძიებებით შემცირდება უკანონო სარგებლობის შემთხვევები და გაიზრდება სატყეო სამეურნეო საქმიანობის ეფექტიანობა. ამასთან, აქტიურად გაგრძელდება ტყის მოვლისა და აღდგენის ღონისძიებები.
ასევე მნიშვნელოვანია, რომ მზადდება წინადადებები და ინიციატივები ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირებისთვის პასუხისმგებლობის გამკაცრების მიზნით. ასევე, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა დაინტერესებულ უწყებებთან ერთად ხე-ტყის ტრანსპორტირების დოკუმენტების გაყალბებისა და უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის ლეგალიზაციის აღკვეთის ქმედითი მექანიზმების შესამუშავებლად

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post იუსტიციის სამინისტრომ შშმ პირთა უფლებების დაცვის 2022 წლის სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გამართა
Next post იუსტიციის სამინისტრომ შშმ პირთა უფლებების დაცვის 2022 წლის სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გამართა