სოზარ სუბარი – გავრილოვები, ნარიშკინები, პატრიკ დაუნები, თუ რუსული ხელისუფლების წარმომადგენლები, პერიოდულად მაშველ რგოლადაა გადმოგდებული ნაციონალური მოძრაობისთვის

Read Time:43 Second

„არ გამოილევა გავრილოვები, ნარიშკინები, პატრიკ დაუნები, რუსეთის სხვადასხვა აგენტები, თუ რუსული ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც პერიოდულად მაშველ რგოლადაა გადმოგდებული ნაციონალური მოძრაობისთვის“ – განუცხადა ჟურნალისტებს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარმა მთავარი არხის ეთერში გასული რუსეთში მცხოვრები აშშ-ს მოქალაქის პატრიკ დაუნის ინტერვიუს კომენტირებისას. მისი თქმით, ერთ მშვენიერ დღესაც აღმოვაჩენთ, რომ საქართველოში რუსეთის ყველაზე დიდი აგენტი არა რომელიმე პატრიკ დაუნი და ნინო ბურჯანაძე, არამედ დესტრუქციული ოპოზიციაა. „არ გამოილევა გავრილოვები, ნარიშკინები, პატრიკ დაუნები, რუსეთის სხვადასხვა აგენტები, თუ რუსული ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც პერიოდულად მაშველ რგოლადაა გადმოგდებული ნაციონალური მოძრაობისთვის. უნდა შევეჩვიოთ ამასაც და ერთ მშვენიერ დღესაც ყველა აღმოვაჩენთ, რომ საქართველოში რუსეთის ყველაზე დიდი აგენტი არის არა რომელიმე პატრიკ დაუნი და რომელიმე ნინო ბურჯანაძე, ან ვიღაც, არამედ მთლიანობაში ეს დესტრუქციული ოპოზიცია. ყველა ერთად აკეთებს რუსულ საქმეს და ერთ მშვენიერ დღეს იმედია თვალი აგვეხილება მთელს საზოგადოებას ის რასაც პირადად მე და ძალიან ბევრი თვალახელილი დღესაც ხედავს.“ – განაცხადა სოზარ სუბარმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post „ეს ის კაცია, რუსეთს რომ აღიარებს დემოკრატიულ სახელმწიფოდ და სურვილი აქვს თავშესაფარი მოიპოვოს? – მიხეილ სარჯველაძე პატრიკ დაუნის ინტერვიუზე
Next post ამერიკის მოქალაქე, რომელმაც პოლიტიკური თავშესაფარი რუსეთს სთხოვა – ვინ არის პატრიკ დაუნი, რომელსაც ოპოზიციური მედია ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის წინააღმდეგ იყენებს