საქართველოში პანდემიასთან ბრძოლის ფარგლებში რეანიმატოლოგთა ჯგუფი შეიქმნება

Read Time:25 Second

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჯანდაცვის მინისტრთან ერთად კლინიკების წარმომადგენლებს შეხვდა. მთავრობის მეთაურმა რეანიმატოლოგთა ცალკე ჯგუფის შექმნაზე ისაუბრა, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით მძიმე და კრიტიკული პაციენტების მართვას უხელმძღვანელებს და ეს პროცესი თენგიზ ცერცვაძის ხელმძღვანელობით მოქმედ კლინიკურ ჯგუფთან სრული კოორდინაციით განხორციელდება.

„ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ სწრაფად მოხდეს ინფიცირებული ადამიანის ტესტირება, სწრაფად მოხდეს მისი კავშირების დადგენა და ამ ხალხის იზოლაციაში სწრაფად გადაყვანა. ვთვლით, რომ რეანიმატოლოგების ცალკე ჯგუფის გაკეთება იქნება სწორი. რა თქმა უნდა, კლინიკური ჯგუფის ის ცოდნა, რაც არის დაგროვილი, უნდა გამოვიყენოთ ყველამ“, – განაცხადა პრემიერმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე: ეს არის გამორჩეულად მძიმე მოვლენა, რადგან საქმე ეხება ქართული მიწის სავარაუდო გასხვისებას
Next post საქართველოში კორონავირუსი კიდევ 472 ადამიანს დაუდასტურდა, 318 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა