საქართველოს რკინიგზის 100%-იანი წილის მფლობელი მთავრობა გახდა

Read Time:35 Second

საქართველოს რკინიგზის (GR) 100%-იანი წილი მთავრობას გადაეცა. ამის შესახებ აღნიშნულია ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსებულ განცხადებაში.

„2012 წლამდე საქართველოს რკინიგზას მთლიანად საპარტნიორო ფონდი ფლობდა. უნდა ხაზგასმით აღინიშნოს, მიუხედევად იმისა, რომ კომპანია არაპირდაპირ სახელმწიფო საწარმოდ განიხილებოდა, GR-ს არასდროს გამოუყენებია ბიუჯეტის დაფინანსება“, – წერია განცხადებაში საქართველოს რკინიგზის გუნდის ავტორობით.

განცხადება 2022 წლის 23 დეკემბრით თარიღდება. უნდა ითქვას, რომ საპარტნიორო ფონდი, თავის მხრივ, სახელმწიფო საინვესტიციო ფონდია, შესაბამისად, რკინიგზა ისევ სახელმწიფოს მფლობელობაში რჩება და ცვლილება მხოლოდ ფორმალური ხასიათისაა. ამჟამად, საპარტნიორო ფონდის საკუთრებაში მხოლოდ ერთი აქტივი – „ნავთობისა და გაზის კორპორაციაა”.

ცნობისთვის, საპარტნიორო ფონდი 2011 წელს შეიქმნა სატრანსპორტო, ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის სფეროში არსებული მსხვილი სახელმწიფო საწარმოების კონსოლიდაციის ბაზაზე. ფონდის მთავარი დანიშნულება საქართველოში საინვესტიციო პროექტების განვითარების საწყის ეტაპზე თანამონაწილეობის გზით ინვესტიციების წახალისება უნდა ყოფილიყო.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ნუგზარ წიკლაური – 2012 წელს დავმარცხდით იმის გამო, რომ ზოგიერთი ძალოვანი მინისტრი გაერთო ფარული ჩანაწერებით
Next post ირაკლი ქადაგიშვილი: მიხეილ სააკაშვილი სიმულაციურად უკვე 470 დღეა კვდება