საქართველომ საფრანგეთთან გიდების გადამზადებაზე ხელშეკრულება გააფორმა

Read Time:36 Second

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

“საფრანგეთთან ხელი მოეწერა სათავგადასავლო სკოლის ნაწილში დახმარების ხელშეკრულებას, რომელიც ეხება მთის მიმართულებით არამხოლოდ ზამთრის სპორტის სახეობებს, არამედ გიდების მომზადებას, მარშუტების მომზადებას. ჩვენ მთელი ჩვენი სამთო რეგიონები შეგვიძლია ჩავრთოთ ამ პროცესში და ეს არ იქნება მხოლოდ შეძლებული ადამიანებისთვის და ტურისტებისთვის განკუთვნილი მიმართულება, არამედ აქ შეიძლება მთელი ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი ჩაერთოს და მიიღოს კონკრეტული სარგებელო.

გადამზადება გიდებად, ეს იქნება ახალი შესაძლებლობები მთაში მაცხოვრებელთათვის დამატებითი შემოსავალო მიიღონ და ჩვენი ქვეყნისთვის რომელსაც 65 პროცენტზე მეტი აქვს მთიანი მასივი და ეს არის უდიდესი სიმდიდრე ამ სიმდიდრის რეალიზაცია უნდა დავიწყოთ ჩვენ და დარწმუნებული ვარ ეს პროცესი იქნება ძალიან სასარგებლო ჩვენი ქვეყნის მაცხოვრებლებისთვის, განსაკუთრებით მთიან რეგიონში, მაგრამ არამხოლო რა თქმა უნდა”, – განაცხადა პრემიერმინისტრმა მთავრობის სხდომაზე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მთავრობა ბუნებრივი რესურსების და წიაღის რეფორმას იწყებს
Next post გიორგი მარგველაშვილმა 2017 წელს 831 მსჯავრდებული შეიწყალა