სალომე ზურაბიშვილი – ჩემი ვიზიტებისას მიღების დონე, სითბო და ღიაობა განპირობებულია დღევანდელი საქართველოს მიღწევებით, მის მიმართ ნდობის ხარისხით

Read Time:58 Second

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში გამოსვლა ევროპაში ვიზიტების შეფასებით დაიწყო.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მისი ვიზიტებისას მიღების დონე, სითბო და ღიაობა განპირობებულია დღევანდელი საქართველოს მიღწევებით და მის მიმართ ნდობის ხარისხით.

„დღეს მაქვს პატივი, თქვენ და ქართველ ხალხს პირველად მოგმართოთ ყოველწლიური მოხსენების ფორმატში. ჩემი ინაუგურაციიდან ჯერ არ გასულა 100 დღე. ამ საპასუხისმგებლო გზის საწყის ეტაპზე მინდა მოგახსენოთ ჩემი პირველი ნაბიჯების შესახებ და გაგიზიაროთ ჩემი პოზიციები მნიშვნელოვან საკითხებზე.

დავიწყებ უცხოეთში პირველი ვიზიტების მიმოხილვით, რამაც უფრო მეტად მიიპყრო საზოგადოების ყურადღება. ამ ვიზიტების თანმიმდევრობა შემთხვევითი არ ყოფილა. როგორც გაცხადებული მქონდა, ჯერ ევროკავშირსა და ნატო-ს ვესტუმრე, შემდეგ ევროპის დღევანდელ ორ წამყვან მეგობარ ქვეყანასა და პარტნიორს, საფრანგეთსა და გერმანიას.

როგორც უმაღლესმა მთავარსარდალმა, მოვინახულე ჩვენი ჯარისკაცები, რომლებიც შორეულ ავღანეთში თავიანთი პროფესიონალიზმითა და სიმამაცით საქართველოს ასახელებენ. ქაბულში ასევე შევხვდი ავღანეთის პრეზიდენტს. ჩვენს რეგიონში კი, პირველი ვიზიტით მეზობელ და მეგობარ აზერბაიჯანს ვეწვიე და ვერ დავივიწყებ კახში ისტორიული ჰერეთის მოსახლეობის დახვედრას. ყველგან მიღების დონე, სითბო, ღიაობა და თანამშრომლობისთვის მზადყოფნა, რომელიც მკაფიოდ იყო გამოხატული, განპირობებული არის დღევანდელი საქართველოს მიღწევებით, მის მიმართ ნდობის ხარისხით და მისი რეალური პერსპექტივებით და არა პიროვნული დამოკიდებულებებით“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში მოხსენებით გამოდის. გამოსვლას პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, მთავრობის წევრები, სასულიერო პირები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებიან.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე – „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ნაბიჯები ერთმნიშვნელოვნად პრეზიდენტის ინსტიტუტის უპატივცემულობაა
Next post მუქარის მიუხედავად, ხატია ახალაიამ სექსუალურ განათლებაზე ვიდეოგაკვეთილები განაახლა