მუქარის მიუხედავად, ხატია ახალაიამ სექსუალურ განათლებაზე ვიდეოგაკვეთილები განაახლა

Read Time:52 Second

განათლებისა და შრომის ასოციაციის ფეისბუქ გვერდზე სექსუალურ განათლებაზე მორიგი ვიდეოგაკვეთილი დაიდო, რომლის ავტორი კვლავაც ხატია ახალაიაა. ვიდეოგაკვეთილი მენსტრუალურ ციკლს ეხება.

ახალაიამ “ტაბულასთან” განაცხადამ რომ დღესდღეობით მენსტრუაცია ტაბუირებული თემაა, რის გამოც მოზარდების ნაწილი ინფორმაციულ ვაკუუმშია.

აღნიშნული ვიდეო არის მენსტრუალურ ციკლზე, მნიშვნელოვან დეფიციტურ ინფორმაციებს აწვდის გოგოებს, რა პროცესებია ჩვენს ორგანიზმში ამ პერიოდში, უფრო შესავალი ნაწილია…კითხვებზე პასუხებიც არის, რაც მოგვდის ყოველ დღე. ​ვიდეო იმ სტიგმის საპასუხოდაა, რაც ქალის სექსუალობასთან დაკავშირებით არსებობს.“,- ამბობს ახალაია.

ახალაიას განცხადებით, მას კვლავ ემუქრებიან.

კიდევ მემუქრებიან, ყველგან მწერენ სადაც ხელი მიუწვდებათ. გამოძიება ძალიან ნელა მიმდინარეობს, მე მრჩება ასეთი განცდა. იბარებენ აიდენტიფიცირებენ ძალიან ნელა. ამ საქმეში კი მყისიერი მოქმედებაა საჭირო“- აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, რომ ახალაია და მისი ოჯახი, ვიდეოგაკვეთილების გამო, ულტრამემარჯვენე ჯგუფებისგან მუქარებს იღებს. გამოძიება 151-ე, მუქარის მუხლით მიმდინარეობს.

ახალაიას თქმით, მუქარების მიუხედავად საქმეს მაინც გააგრძელებს.

ორგანიზაცია განათლებისა და შრომის ასოციაცია Facebook-ზე სექსუალური განათლების შესახებ ვიდეობს აქვეყნებს, სადაც მკვლევარი ბავშვებს და მოზარდებს სექსუალურ მომწიფებასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე ინფორმაციას აწვდის და საფრთხეებთან გამკლავების ხერხებს ასწავლის.

როგორც ორგანიზაციის გვერდზე ვკითხულობთ, ვიდეო მომზადებულია UNESCO-ს სექსუალური განათლების საერთაშორისო ტექნიკური სახელმძღვანელოს პრინციპების მიხედვით და რეკომენდებულია 8 წლიდან.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სალომე ზურაბიშვილი – ჩემი ვიზიტებისას მიღების დონე, სითბო და ღიაობა განპირობებულია დღევანდელი საქართველოს მიღწევებით, მის მიმართ ნდობის ხარისხით
Next post დავით ბაქრაძე – „ევროპული საქართველო“ პროტესტის ნიშნად არ ვესწრებით პრეზიდენტის გამოსვლას