დავით ბაქრაძე – „ევროპული საქართველო“ პროტესტის ნიშნად არ ვესწრებით პრეზიდენტის გამოსვლას
სალომე ზურაბიშვილი არის გაყალბებული არჩევნების სიმბოლო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა, „ევროპული საქართველოს“ წევრმა, დავით ბაქრაძემ პარლამენტში ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, „ევროპული საქართველო“ იყენებს პოლიტიკური ბოიკოტის უფლებას და პროტესტის ნიშნად რა დაესწრება პრეზიდენტის გამოსვლას პარლამენტში.
„სალომე ზურაბიშვილი არის სიმბოლო გაყალბებული არჩევნების, სიმბოლო არჩევნების, რომელიც ჩატარდა ამომრჩეველზე მასიური ზეწოლით, ამომრჩევლის მასობრივი მოსყიდვით, რომელიც ჩატარდა კრიმინალური და ქუჩის ელემენტების ჩართულობით. არის სიმბოლო არჩევნების, რომელსაც წითელ ხაზად გასდევდა სიძულვილის ენა და ოპონენტების მიუღებლობა. დღემდე არავინ დასჯილა ძალადობის, მოსყიდვისა და სხვა დარღვევების გამო. არავინ დღემდე პასუხს არ აგებს უმძიმესი დასკვნების გამო, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციებმა გამოაქვეყნეს საქართველოსთან დაკავშირებით. დღემდე, არავინ აგებს პასუხს ზიანის გამო, რომელიც უცხოეთში და ქვეყნის შიგნით მიადგა ქართულ დემოკრატიასა და საქართველოს იმიჯს. სწორედ ამიტომ „ევროპული საქართველო“ იყენებს პოლიტიკური ბოიკოტის უფლებას და ჩვენ პროტესტის ნიშნად არ ვაპირებთ, დავესწროთ სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას“, – განაცხადა ბაქრაძემ.
„ევროპულ საქართველოს“ მიაჩნია, რომ მოცემულ ვითარებაში ეს მორალურად და პოლიტიკურად გამართლებული საქციელია.
„მიგვაჩნია, რომ ეს არის ერთადერთი მორალურად და პოლიტიკურად გამართლებული საქციელი ამ ვითარებაში. სალომე ზურაბიშვილი გახდა სიმბოლო არჩევნების, როდესაც არჩეულ პირს არ აქვს ხალხის მანდატი და ეს არჩევნები არ არის ხალხის თავისუფალი ნების გამოხატვა“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში მოხსენებით გამოდის. გამოსვლას ესწრებიან პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, მთავრობის წევრები, სასულიერო პირები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
მამუკა მდინარაძე: ქართველ კაცს რატომ უნდა მოუვიდეს აზრად, დროშა დააგდოს ძირს, რომ იქნებ სპეცრაზმელმა ფეხი დააბიჯოს? – პატრიოტიზმი არ არის, რომ უარგუმენტოდ რაღაცას რუსული ეძახო
ქართველ კაცს რატომ უნდა მოუვიდეს აზრად, დროშა დააგდოს ძირს, რომ იქნებ სპეცრაზმელმა ფეხი დააბიჯოს, იქნებ პოლიციელმა ფეხი დააბიჯოს, - ამის...
პეტრე ცისკარიშვილი: ქართულ ჯიგრულ პონტში სცენა უნდა ეთხოვებინათ 2-3 საათით, ამის მაგივრად, დაუპირისპირდნენ ხალხს
ქართულ ჯიგრულ პონტში სცენა უნდა ეთხოვებინათ 2-3 საათით, ამის მაგივრად, დაუპირისპირდნენ ხალხს, ზუსტად ისევე, როგორც აპირებენ, ხვალ მიტინგი მოუწყონ ქართულ...
„ბიძინა, გამოიხედე!..“ – რა ფოტოს აქვეყნებს ვახო სანაია?
"ბიძინა, გამოიხედე - დრონის კადრი!
გოგა ხაინდრავა: დღეს არის სამშობლოს დაცვის დრო – მისი თავისუფლების, დემოკრატიის, ღირებულებების, სუვერენიტეტის
დღეს არ არის დრო სახლში ყოფნის და ტელევიზორში იმის ყურების, თუ რა ხდება. დღეს არის სამშობლოს დაცვის დრო - მისი...
ირაკლი ბათიაშვილი: ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი მამული და ჩვენი სარწმუნოება თანამედროვე ბოლშევიკების შემოტევისგან
ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი მამული და ჩვენი სარწმუნოება თანამედროვე ბოლშევიკების შემოტევისგან, ურწმუნო და უსამშობლო ადამიანების ურდოების შემოსევისგან. სწორედ ამიტომ უნდა...
თამარ ჩიბურდანიძე: ოპოზიციის ლიდერებმა დაინახეს, რომ უცხოური ფულით დაფინანსებულ მათ „ენჯეოებს“ ავტორიტეტი არა აქვთ და კულისებიდან გამოვიდნენ, თუმცა – უშედეგოდ. ისინი ხვალინდელი მარცხისთვის ემზადებიან
„უცხოეთის ხმამაღალი განცხადებებით გადიდგულებულმა რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა ამ დღეებში საბედისწერო შეცდომა დაუშვეს - საკუთარი თავი ბოლომდე გააშიშვლეს და ქართველ ხალხს...